მთავარი » 2011 » ივნისი » 27 » შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს......
3:18 PM
შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს......



შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზგაპარს წამრცურცლებს შეგამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი, მატყუარაც კი მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მფეთქავი..



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 3121 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]