შენს სულს ვუყურებ - დალაქულ სარკეს - 21 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 21 » შენს სულს ვუყურებ - დალაქულ სარკეს
12:23 PM
შენს სულს ვუყურებ - დალაქულ სარკეს
შენს სულს ვუყურებ - დალაქულ სარკეს
და შეუმოსავ ჩემს სხეულს ვხედავ,
შენ მომენატრე და ჭიქა საკე,
ვით თვითმკვლელობა იისფერ დღეთა,
შენს სულს ვუყურებ - გაბზარულ მინას,
სადღაც სიცივე იღვრება ლურჯად,
რწმენამ საწოლში დაიდო ბინა
და იქ დასახლდა მყარად და ურჩად.
აღარ ვლოცულობ წმინდა ხატებზე,
მე დამავიწყდა მოტივი შორი,
შენს სულზე, როგორც უცხო სარკეზე,
პომადით ვაწერ - \\'\\' მემენტო მორი\\'\\'
შენი სხეული იქცა საკეტად,
შენს სიზმრებს ჩემგან ბოქლომით იცავს,
შენ მომენატრე, ჭიქა საკე და
დანიშნულების ადგილი - მიწა...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 276 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]