მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » შენი სითბო და სიყვარული არის ქონება, რომელსაც სწრაფად მავალი დროც ვეღარ წაიღებს.
11:13 AM
შენი სითბო და სიყვარული არის ქონება, რომელსაც სწრაფად მავალი დროც ვეღარ წაიღებს.



შენსკენ მოვყავარ ოცნებების სწრაფ მატარებელს,
შენს გულთან მირჩევს, საცხოვრებლად ბინა დავიდო,
შენი სიცოცხლე გულში მქონდეს, სულ გატარებდე,
შენით ვსუნთქავდე, შენ მიყვარდე, გული გაგიღო.

შენ გენდობოდე, ვოცნებობდე, ვფიქრობდე შენზე,
შენთან გავლიო ამ ცხოვრების ყოველი წამი,
შენმა ღიმილმა დამავიწყოს დროის მსვლელობა,
შენს გულში, შენში ვიპოვო მე თავშესაფარი.

შენს გულისცემას შევუთავსო ჩემი ცხოვრება,
შენთან მოსული უკან არასდროს არ წავიდე,
შენი სითბო და სიყვარული არის ქონება,
რომელსაც სწრაფად მავალი დროც ვეღარ წაიღებს.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1415 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]