მთავარი » 2010 » იანვარი » 20 » შენგან მონადენი ცრემლის ნაგუბარი
0:13 AM
შენგან მონადენი ცრემლის ნაგუბარი



* * *
შენგან მონადენი   ცრემლის ნაგუბარი
    როდის შემაშრება ნეტავ?
კედელზე სანთელი შენთვის დანთებული
      ახლაც ანთია კენტად:
და გრძნობა ჩემი შენთვის შობილი
    ახლაც იწერება ლექსად...
ჩემი წერილები შენთვის მოწერილი
        ყველა რად აქციე ფერფლად.
მე ჩემი ხატება მსგავსი შენნაირი
                აღარ მიძებნია არსად,
ცოცხალს თუ ა მერგო შენი სიყვარული
        საფლავში მერგოს ნეტა...
ცივ სამარეში აღარ შეგცივდება
            რადგან მე ვიქნები შენთან,
ლოცვად მუხლმოყრილი უფალს ვევედრები
                  იქ მაინც ვიყოთ ერთად...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1228 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]