მთავარი » 2010 » მაისი » 12 » შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს...
9:08 PM
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს...
შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს, 
ყველაზე ძვირფასს რაც გამაჩნია... 
ჩემს ფიქრებს, დარდებს, ჭადრების ფოთლებს, 
სიჩუმეს, წვიმას, ზაფხულის ქარებს, 
ჩემს ათას ეჭვით უძილო ღამეს, სევდიან დარებს... 
ჩემს დაღლილ თვალებს, ფიქრსა და სევდას, 
ცრემლების ციმციმს, ნისლიან ზეცას...
შენ დაგიტოვებ ლურჯთვალა იებს, 
თეთრ გვირილებს და ბავშვობის სევდას... 
იმედის მერცხალს, ლოდინს და თმენას, 
დღევანდელ ცრემლებს. ხვალინდელ ლხენას... 
ჭადრების შრიალს, ფოთლების ცვენას, 
წვეთების კისკისს, გედის სიმღერას... 
შენ დაგიტოვებ ყველაზე წმინდას, 
ყველაზე სათუთს რაც გამაჩნია...



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1165 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]