მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სერ !
8:03 PM
სერ !
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ 
გვერდით როგორ დაგიწვებით სერ 
მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ 
რომ სირხვილით დავიწვები სერ 
მე ისეთი პატარა ვარ, 
მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,- 
მე რომ დედას მომაშოროთ- 
ცოდვა არის, ადრე არის სერ,,, 
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი, 
წითელ-ყვითელ საკინძებით სერ, 
ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი 
თქვენ რომ გვერდით დაგიევებით, სერ 
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა, 
გრძელი არის ზამთრის ღამე სერ 
მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან 
არ მეყოფა სიძლიერე სერ... 
აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები, 
ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ 
გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები, 
მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1076 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]