მთავარი » 2010 » მარტი » 17 » სასიყვარულო / სიყვარული
3:26 PM
სასიყვარულო / სიყვარული
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი 
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი 
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი 
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი. 
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი 
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი. 
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი 
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან 
მერე ყველაფერი იქნება გვიანი. 
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ 
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი. 
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით 
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1150 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]