მთავარი » 2010 » მარტი » 31 » როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება...
4:14 PM
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება...
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე. 
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.

შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს 
თვით ზეციური ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
როგორ მოხვედი ასე თბილი, ასე უბრალო
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე?

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1679 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]