მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » „რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"
3:06 PM
„რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"

„რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"
_ნახე გათენდა
_ჰო, მგონი როგორც იქნა
უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო
_დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ.
_ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . .
_ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ.
_ჰმ! დიდი ბედნიერებაა
_ჩუ, მგონი მოდიან
_აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა?
_კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი.
_მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე.
_ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა.
_ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ.
_ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს
_შენ რატომ კანკალებ?
_არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო.
_ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები.
_მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს!
_ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . .
_გვისმინე ღმერთო, ამინ!


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1519 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]