მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » რაღა დროს მარტია?
9:06 PM
რაღა დროს მარტია?


რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ

და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს? ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული
რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?" 


გიო ანდრონიკაშვილი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 454 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]