მთავარი » 2010 » მარტი » 10 » რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
10:32 PM
რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
  * * *
რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
ფიქრების და ოცნების გემი.

ვერ დამათრობდა კარგი თამადაც,
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.

მას აქეთ ჩემთვის ყველგან ღამეა
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიმღერაც განა რამეა?
ოღონდ ეგაა არ დამთავრდება.

რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
უკვე მეძინა მე ჩემი წილი,
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ,
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1234 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]