მთავარი » 2010 » მარტი » 18 » "ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ
3:14 PM
"ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ
"ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,
რომ აგეშალოს ნერვები
დაგათრობ ღვინით და კოცნით
და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,
რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით
და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა
მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით
და ბოლოს მოგეფერები.
თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ
და მაგრად მოგეწებები
ჯერ გადაგაქცევ ჩემს მონად
და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გეტყვი მიყვარხარ
ბუხართან მთლად ავენთები
ბუხართან შენი გავხდები
ბუხართან მოგეფერები!....... 

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1596 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]