ორი ბილეთი ნიცაში ნაწილი მეორე - 20 ივნისში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » ივნისი » 20 » ორი ბილეთი ნიცაში ნაწილი მეორე
12:45 PM
ორი ბილეთი ნიცაში ნაწილი მეორე
 რატომ? - მკითხა მან დანანებით..
- ხორცი აბერებს – ვთქვი ამაყად

კეტებიანს წყალი გადასცდა და გაიგუდა სიცილით..
სიცილი ამიტყდა მეც..
მერე ცრემლები მოიწმინდა, ცოტა დამშვიდდა და სერიოზული სახით დაიწყო :

- რაღაც ძალიან პირადი რომ გკითხო, შეიძლება? 
- არა.. – გავიცინე მე
- არავინ არ გყვარებია?
- არა – მოვიტყიე მე
- არც აპირებ?
- არა – ისევ ვიცრუე მე
- ხომ ვთქვი "არა " უნდა დაგიძახო – მეთქი
- რატომ გადამეკიდე ?
- შენ გადაკიდება არც იცი , ალბათ საყვარელო, რა არის – ისეთი ტემბრით მითხრა , ცოტა დავიბენი..
- შენ ? – ვიკითხე მე 
- რა მე ? მე ზუსტად ვიცი ეგ რასაც ნიშნავს.
 - არა , ეგ კი არა, შენ არ გყვარებია ?
- კი – მითხრა ორაზროვნად მან
- რა ერქვა?
- ნატალია.
- მერე ? – დავინტერესდი მე
- მოკვდა – მითხრა მშვიდი სახით და უცბად სახე შეეცვალა..
მე სალათის ფურცელი გადამცდა და ხველება ამიტყდა
- ვაიმე, რა საშინელებაა – შევშფოთდი მე 
- აბა ! – მითხრა დანანებით
- რითი? 
- გული გაუსკდა.
- რატომ?
- არავინ არ იცის – მხრები აიჩეჩა კეტებიანმა და მოხიტო მომიჭახუნა, - ხსოვნა იყოს!

მე ძალიან დავიბენი და მეც ბოლომდე დავლიე..
- ვწუხვარ.. – როგორც იქნა ვთქვი მე
- არაფერია.. კაი ხნის წინ იყო.. დღემდე მივდივარ საფლავზე და ჰოლადიური ყვავილები მიმაქვს..
- რატომ, უყვარდა? – შემეცოდა მე
- ძალიან – თქვა კეტებიანმა და თვალზე ცრემლი მოადგა
.. ცრემლი მეც მომერია..
- იმის მერე სულ ვეძებ და სულ მენატრება..
- წარმომიდგენია – ცრემლნარევი ხმით წარმოვთქვი მე

ორივე გავჩუმდით..
 კეტებიანმა კიდევ ერთი ჭიქა მოიყუდა და ცრემლები მოიწმინდა…

- რომ ვსვამ, ისეთი გულჩვილი ვხვდები, ….. – მითხრა მან და უცბად ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა, რომ შემეშინდა…- დაიჯერე ხომ? – ძლივს გასაგონად თქვა მან..

ეს უკვე კულმინაცია იყო…..

- აუტანელი ხარ რააა!!!!!!! 
- დაიჯერე ხო? – კიბორჩხალასავით გაწითლდა კეტებიანი
- მსახიობი ხარ , რა... რა სპექტაკლი დადგი ? – გავბრაზდი მე
- აუ, აი, ძალიან საყვარელი ხარ , როცა ბრაზდები..
- არ ხარ ნორმალური.. – არ ვწყნარდებოდი მე
- მადლობთ – მშვიდად მიიღო კეტებიანმა
- არაფრის..
- როგორ გატირე ? – მითხრა სიცილით მან
- ძალიან "დავიგრუზე" – გავიბუტე მე
- არა , რა, ძალიან მაგარი ვარ... – თქვა თავისი თავით კმაყოფილმა
- ასეთი თავმდაბლობაც არ შეიძლება – გამეცინა მე
- ხო, ჩემზე თავმდაბალი უკვე სიგიჟეა..
- შენ მართლა აფრენ..
- შენ კიდევ ბატი ხარ! ყველაფერი როგორ გჯერა.. ?
- რა ვიცი, იტირე და გადამრიე.. – გავიმართლე თავი
- ხომ მაგარი ბიჭი ვარ, თქვი! – მკითხა კეტებიანმა და თვალები აუციმციმდა
- ძალიან მაგარი..
- კაი, მაშინ "მაგარ ბიჭებს" გაუმარჯოს!
- ძალიან თავმდაბალი ხარ – თქო, ხომ გეუბნებოდი... გაგიმარჯოს!
- დესერტად რა გინდა?
- არაფერი..

კეტებიანმა უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია.. 

- ესე არ გამოვა... მაშინ აღარაფერს აღარ შეგეკითხები და პირდაპირ შევუკვეთავ.
- კაი, მაშინ ხილი.
- აი, ასე რა.. რას იპრანჭები... ? – გამიღიმა მან – ხილი გიყვარს?
- ჭკუა მეკეტება!
- მეც
- მე უფრო..
- არა მე ! – არ დამითმო კეტებიანმა
- მე ისე მიყვარს, რომ შემიძლია მთელი დღე ვჭამო..
- მე კიდე ერთ საღამოს 5 კილო ბალი მაქვს ნაჭამი.
- ერთით ნოლი, ეგრეც არ მიყვარს ხილი..
- კიდევ კარგი, რაღაც დამითმე.. – გამეცინა მე
  ... 
 
რესტორანში "არეტა ფრანკლინის" ხმა გაისმა..
- ვგიჟდები მუსიკაზე.. – გავუგღიმე მე
- მეც.. 
- მე უფრო მსუბუქი მუსიკა მიყვარს , მელოდიური და რითმული..
- მე კიდე, ხმაურიანი და მონოტონური..
- მე კიდე, ცივი ყავა მიყვარს ნაყინით – ვთქვი მე
- მე ორმაგი ვისკი და "მარლბორო ლაითი"
- მე "კენტი 4 ნომერი" და "ანანასის შეიკი"
- მე "დოლჩე გაბანას" ტანსაცმელი და შავგვრემანი ქალები.
- მეც ვერ ვიტან ღია ფერების ბიჭებს..
- კიდევ მიყვარს ლამაზი თმა და გარუჯული სხეული..

ისევ გამეცინა..

- მე ვერ ვიტან "ტკბილ" ბიჭებს
- ეგ რა არის?
- აი, ძალიან გადაპრანჭული ბიჭები რომ არიან..
კეტებიანს სახე მოეღრიცა .. და შეშფოთებულმა მკითხა:
- მე ეგეთი ხომ არ ვარ?
- არა, შენ არა – დავამშვიდე მე..
- მე კიდე ვერ ვიტან , ქალი საქციელს რომ კარგავს..
- მე კაცი..

ორივე გაგვეცინა

- და ვერ ვიტან ცარიელ ქალებს..
- მეც..
- ძალიან ლამაზიც რომ იყოს, მაინც არ ვიქნები მასთან თუ შტერია..
- მე კიდე, ვერ ვიტან როდესაც ადამიანი ბოროტი და ხარბია..
- და ფულის ხარჯვა არ უყვარს – გაამძაფრა კეტებიანმა
- ხოო.. და როდესაც ქალთან ურთიერთობა არ იცის... – დავეთანხმე მე
- ძალიან საყვარელი ხარ – მითხრა კეტებიანმა..
- მადლობთ..
- და ძალიან ლამაზი ხარ..
- დიდი მადლობა – დავიმორცხვე მე..


- დავლიოთ კიდევ ? – მკითხა მან
- საერთოდ რომელი საათია? – ვიკითხე მე
- ოთხია ზუსტად….
- რა დრო გასულა.. – წავუსტვინე ხმადაბლა.. 
- სახლში ხომ არ გეჩქარება? – გამიღიმა მან
- არააა.. – გავიპრანჭე მე
- მიგაცილებ სახლამდე ტაქსით ..
- მგონი, გაგიჭირდება ..
- რატომ ? – გაუკვირდა კეტებიანს
- იმიტომ რომ ტაქსები ლიფტებით არ დადიან..
- შენ ეგრე გგონია? – მკითხა მან და მთვრალი მზერა მესროლა
- დიახ, დარწმუნებული ვარ , მგონი მეტი აღარ უნდა დავლიოთ..
- სასმლის ბრალია ?!
- ნამდვილად..
- ლიფტის ტაქსები "მოხიტოს" ბრალია – გავუღიმე მე
- არა, სანამ მფრინავ გველეშაპებზე არ დავიწყებს საუბარს, იქამდე ვსვამთ..!

სუფრას გადავხედე და შევეცადე ციფრი დამესახელებინა, რაც შეიძლება ანგარიშად მოსულიყო : 

- ანგარიში მოვა მილიონი ლარი – შემეცოდა კეტებიანის ბიუჯეტი.
- იმდენი ფული მაქვს, ერთი კვირა რომ ვსვათ აქ მე და შენ, ვერ დავხარჯავ – გამიღიმა მან.
- კაი – მხრები ავიჩეჩე მე.
- რა ყურადრებიანი ხარ.. – გაეცინა მას 
- მადლობთ..
- არა, არაფრის…….. ეხლა მოდი შენ გაგიმარჯოს..
მე გავიღიმე
- იმიტომ გაგიმარჯოს, რომ, ძალიან კარგი გოგო ხარ.. მართალია, ოდნავ ბატი ხარ, მაგრამ არაუშავს, ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, ცოტა გაიზრდები და ეგაა..
- სულელი ხარ რა.. – გამეცინა და ალუბლის წვენი მოვსვი.
- დიდი მადლობა – გამიღიმა მან – აქ ერთი ძალიან მაგარი კოქტეილია და 
ისიც უნდა დაგალევინო.. 
- რამე დაგიშავე ? – ვიკითხე საცოდავად - ეგეც რომ დავლიო, წავიქცევი, იცოდე.. – ვიგრძენი როგორ ამოქმედდა ალკოჰოლი ჩემს ორგანიზმში..
- არაუშავს, აგაყენებ და წაგიღებ – დამამშვიდა კეტებიანმა – სანამ ისე დათვრები, რომ გონი დაგეკარგება, რომელ სართულზე და რომელ ნომერში ხარ , მითხარი , ბარემ მშვიდად რომ ვიყო.
- მე 4 სართული, ნომერი 777 
- კაი, .. გასაღები სად გაქვს?
- რა იყო, ჩემთან დარჩენასაც ხომ არ აპირებ?
- არა, მთვრალ ქალებს არ ვენდობი – მითხრა მან სერიოზული სახით

მე ალუბლის წვენი გადამცდა..

- რა თავხედი ხარ! – ვერ დავმალე აღშფოთება
- ვიცი... ცოტა რომ არ ითავხედო, არაფერი არ გამოვა.. – მითხრა ღიმილით
- საოცარი აზროვნება გაქვს – ვუთხარი სიცილით
- მოგწონს?
- გავგიჟდი ..
- მიხარია რომ გაგიჟებ – გამიღიმა კეტებიანმა
- სულ კეტებით რატომ დადიხარ ?
- Fდასასვენებლად ვარ და "ოფიციოზისგან" ვისვენებ..
- აააა. ხოოო..
- რატომ?
- ისე, პროსტა მაინტერესებდა ..
- შენ რომ არ იპრანჭებოდე, უფრო კარგი გოგო იქნებოდი.
- კაი, თმებს აღარ დავივარცხნი, მაშინ..

კეტებიანი მოკვდა სიცილით
 
- ვგიჟდები გაწეწილ ქალებზე – მითხრა აღფრთოვანებით მან
- მოგწონს? – ვიკითხე მე და ელვისებური სისწრაფით დავიშალე თმა და ხელით მაგრად გავიჩეჩე..

კეტებიანს სახეზე გაოცება შეეტყო , მაგრამ არ შეიმჩნია..

ოფიციანტის გაშტერებული სახე დავინახე სადღაც შორს და გამეცინა..

- აუ, შენ ჩემზე გიჟი ყოფილხარ .. – მითხრა კეტებიანმა აღტაცებით.
- არ მეუბნებოდი , მომწონსო ? – ვიკითხე მშვიდად, - ხოდა მიყურე..
- ძალიან მაგრად გამოიყურები.. მოდი, სურათს გადაგიღებ..
- რესტორანში ფოტოების გადაღება, რა უბედურებაა – შევიცხადე მე
- კაი, რა, არავინ არაა,.. რა გჭირს.. 

კეტებიანი ადგა, ოფიციანტს დაუძახა, ტელეფონი მიაწოდა , მერე მოვიდა ჩემთან, გვერდზე მომიჯდა, ჩამეხუტა და მოემზადა ფოტოს გადაღებად ... ოფიციანტის სახის გამომეტყველებით მივხვდი, მთლად ნორმალურად არ გამოვიყურებოდით..

სუნამო ესხა ძალიან არომატული და გრილი.. 
არ ვიცი სასმელის ბრალი იყო, თუ რა მოხდა, ძალიან მინდოდა, რომ ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო.. 

- ძალიან ხომ არ შეგავიწროვე ? – მკითხა კეტებიანმა მშვიდად..
- არა.. – ვთქვი დაუფიქრებლად..

კეტებიანი ადგა და გამიღიმა... 
ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და თავის ადგილზე დაჯდა..

ფოტოს გადაღების მომენტმა, რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოაგდო..
მეც გავჩუმდი და ისიც.. 
მან სიგარეტს მოუკიდა .. და შემომხედა..

ქალი ყოველთვის გრძნობს მზერის შინაარსს..
არასდროს ვცდები..
ეს იყო ის, რაც 
მე ვიგრძენი 
და ის მიხვდა, ..
რომ მე ვიგრძენი, ის
რაც მან იგრძნო…..

განცდა ძალიან ბევრისმთქმელი იყო….. 

კოქტეილი მოვსვი….. და თვალებში შევხედე.. 

 - რაზე ფიქრობ? – მკითხა კეტებიანმა და უცნაურად გაეღიმა
- ვფიქრობ, კიდევ ხომ არ დაგველია.. – ზუსტად ისეთი ღიმილითვე ვუპასუხე მე
- მაგაზე არ ფიქრობ , მაგრამ არაუშავს – თვალი ჩამიკრა კეტებიანმა და 200 გრამი ვისკი შეუკვეთა – ხომ არ დაიღალე?
- ცოტა – მორიდებით ვთქვი მე - იცი რა მინდა?
- რა გინდა? – დაინტერესდა კეტებიანი
- აი, ლიმნისფერი სარაფანი რომ მეცვას , 3-4 მილიონი მქონდეს ჩემოდანში და
ერთი გზის ბილეთს ვყიდულობდე ნიცამდე..
- საფრანგეთი, ტო?
- ვგიჟდები ისე მინდა ..
- მაგას იტალია - მილანი არ გირჩევია? 
- არა ნიცა! აი, იქ მინდა , მარტო მანდ დავისვენებ , ასე მგონია...
კეტებიანს გაეცინა..
- არა, მართლა ძალიან მაგარია ნიცა,
- ნამყოფი ხარ? 
- კი, ბევრჯერ
- აუ, როგორია?
- აი, ძალიან მაგარია.. საერთოდ სხვა კონტინენტია.. სხვა პლანეტაა...შენ რომ ჩახვიდე, გადაირევი ისეთია...
- იცი, როგორ მინდა... ? არ იცი.. ლამის სანტა-კლაუსს მივწერო, რომ ნიცას ბილეთი მაჩუქოს...
- საწყალი სანტა-კლაუსი – გაეცინა კეტებიანს..
- ხოო.. მაგრამ ისე მინდა, მაპატიებს... : ) 
- კარგი, მაშინ არ დავინდოთ სანტა-კლაუსი, არაფერი უშავს. - ამყვა კეტებიანი

ორივეს გაგვეცინა...

- მგონი ძალიან დავთვერი – აღვნიშნე მე
- არა, გეჩვენება.. არაფერი გეტყობა – იუარა კეტებიანმა…
- თენდება.. - ფანჯრებზე მომდგარ სილურჯეს შევხედე მე
- არ მინდა, რომ გათენდეს... – თქვა კეტებიანმა......
- ვერც მე ვერ ვიტან დღეს.. – ვაღიარე მე
- ღამეს სულ სხვა M" მუღამი " აქვს
- მეც ეგრე მგონია...
- ღამე ყველაფერი "მოსულა" – მითხრა მან ისევ უცნაურად და თვალი-თვალში გამიყარა..

ამ სიტყვებზე გამეცინა და თვალი ავარიდე..
- მგონი ისე დროა, ყავა დავლიოთ და ვისაუზმოთ , არა? თენდება.. რომელი ყავა გინდა?
- "ამერიკანო"!
- ვგიჟდები "ამერიკანოზე"
- მეც..
- მე უფრო..
- კაი, შენ უფრო – დამითმო კეტებიანმა...
- ხომ ხედავ , ნელ-ნელა, აღარც მეწინააღმდეგები..
- აზრი აღარ აქვს და.. – თავი გაიმართლა კეტებიანმა...
- ხვალ მიდიხარ, ხო? – ვიკითხე უცნაური მოწყენილობით
- უკვე დღეს – კეტებიანმა საათს დახედა და შემომხედა  

….. სამარისებულმა სიჩუმემ ყურები დამიგუბა….. – გინდა რომ დავრჩე, ხო ? – ჩემი აზრები წაიკითხა კეტებიანმა. 

მე გავჩუმდი , ისე, რომ მისთვის არ შემიხედავს.

- მეეც – გააგრძელა მან – მაგრამ…..
- მაგრამ არ გამოვა, - დავასრულე მისი აზრი ..
- იცი რამდენია ხანია, ასე არავისთან ყოფნა არ მდომებია? შენც ხომ ხვდები..

….. მე ისევ გავიღიმე
 … 
- პლაჟზე დაწყებული რომანები დიდხანს არ გრძელდებაო, ამბობენ..
- იტყუებიან – მითხრა მშვიდად კეტებიანმა..
მე გამეცინა..
- შენ ეგრე გგონია? – ვკითხე გამომცდელად
- შენ ყველაფრის გჯერა, რასაც ამბობენ? – კითხვაზე კითხვით მიპასუხა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა..
- არა.. – ვთქვი მე
- აბა, რა გაფიქრებს?
- არაფერი...
- კამერა რომ მქონოდა, დღევანდელ დღეს გადავიღებდი და სამსახსოვროდ დავიტოვებდი...
- ერთ ეგზემპლარს მეც ხომ ჩამიწერდი? - ვკითხე ღიმილით..
- აუცილებლად….. 
- მოიწყინე ?
- არა, მეძინება.. – ისევ ვიცრუე მე
- და არ გაძინებ, ხო?
- რომ არ მინდოდეს, არც დავრჩებოდი აქ დილამდე – ვთქვი მე
- ვიცი..

ორივე გავჩუმდით…..

- 8 საათია – ვთქვი ხმადაბლა
- 12-ზე მივდივარ..
- 4 საათიც...
- ერთი, ორი, სამი, ოთხი.. 

მე გამეცინა..

- თავი მტკივა..
- იმიტომ, რომ ფხიზლდები.. შეგაბრუნო ? – მკითხა სიცილით
- გაგიჟდი? , ძლივს გონზე მოვდივარ..
- გინდა როო003F
- გონზე მოსვლა..? არაა.. – გამეღიმა მე
- არც მე..

ორივეს გაგვეცინა..


- მართლა არ მინდა წასვლა.. – მითხრა კეტებიანმა – დალევა რომ მომინდეს, შენნაირ კომპანიონს ვერავის ვნახავ ..
- ჩემი მსგავსი, მხოლოდ მე ვარ.. …
- ნამდვილად – დამეთანხმა კეტებიანი

რესტორანი გამოცოცხლდა..
ხალხმა მოძრაობა დაიწყო..

- აი, ამიტომ არ მინდოდა გათენება.. სიმშვიდე არ სჯობდა ამ რია-რიას ?
- ძალიან გული მწყდება, რომ გათენდა.. – ვთქვი სინანულით
- ჩასაბარგებელი ვარ..
- მოგეხმარო ? - ვიკითხე სიცილით..
- არა, იყოს,, მეთვითონ.. ... 



"... ვზივარ და ვხვდები, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მიზიდავს..
ის არაფერს იმჩნევს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დღეშია .. თვალებში ვეღარ მიყურებს….
არ ვიცი, როგორ დავემშვიდობო... 
.. ან რა ვთქვა ..
კეტებიანი თვალს არ მაშორებს..
მე კი ისე არ მინდა მისი წასვლა, რომ საკუთარი თავის მოთოკვა მიჭირს..
არ ვიცი რა მემართება, 
ალბათ, ყველაფერი "მოხიტოსა" და "ვისკის" ბრალია..,
ნეტა რას ფიქრობს ის ?..."

კეტებიანმა ჩემი აზრები წაიკითხა
- იცი, მგონია, რომ ძალიან დიდი ხანია გიცნობ…..
მე გავიღიმე..
- და არ მინდა, რომ მივდიოდე.. და შენ რჩებოდე.. ალბათ ცოტა ალკოჰოლის ბრალია, ამდენი რომ გამაბედინა..
მე ისევ ჩუმად ვარ ..
- იმას გეუბნები, რომ საერთოდ ასეთი გულღიაც არ ვარ …..….უბრალოდ ისე უცნაურად დავიწყეთ.. და ისეთი ემოცია მაქვს.. არ ვიცი.. .. რა მემართება..
- ძალიან მაგარი ღამე იყო, ბევრი ვიცინე ..
- მეც – გამიღიმა კეტებიანმა...
- კაი , წავედი, შენც ჩასაბარგებელ ხარ.. – ვთქვი მოულოდნელად
- ხო – მითხრა კეტებიანმა ორაზროვნად..

არც ერთი არ ვინძრევით ადგილიდან...
სულელებივით ვუღიმით ერთმანეთს..

მერე კეტებიანი ადგა, მეორე კოლოფი სიგარეტი გახსნა და ბართან მივიდა
თანხის გადასახდელად...
მე წამოვდექი, თავბრუ დამეხვა და ისევ დავჯექი..
მერე ისევ ნელა ავდექი და შევეცადე წონასწორობა შემენარჩუნებინა.. .
"ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია, ახლაც მთვრალი ვარ..."
კეტებიანი გამობრუნდა და გამიღიმა.. 
- გაითიშე, ხო?
- ხო – ვთქვი და საცოდავი სახე მივიღე,,
- მორჩა, გეშვები.. მიგაცილებ ნომრამდე და დაიძინებ.. – დამამშვიდა მან..

მინდოდა მეთქვა : "არ მინდა არსად წასვლა, შენთან დავრჩები დიდი სიამოვნებით მეთქი" მაგრამ მხოლოდ გავუღიმე...
 
ლიფტი...

- რაზე ფიქრობ?- დავინტერესდი მე, როდესაც კეტებიანის სახეზე ღიმილი დავინახე..
- ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეხლა აქ შენთან ერთად გავიჭედო და ერთი 2საათი ვერავინ ვერ გამოგვიყვანოს...

ისეთი ხარხარი აგვიტყდა, კინაღამ გავიგუდეთ..
  
 4 სართულზე გამოვედით, 
ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილისგან..,
777 - ე ოთახთან გავჩერდით…..

- ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საღამოს გატარება, - მითხრა კეტებიანმა ღიმილით ..
- საღამო არა, ღამის გატარება – ვთქვი დაუფიქრებლად და მერე მივხვდი, რაც წამოვროშე..

 ისევ გავლურჯდით სიცილისგან..

- ვიღაცამ რომ გისმინოს წარმომიდგენია, რას იფიქრებს...
- აღარ შემიძლია ცუდად ვარ.. – ძლივს ამოვისუნთქე მე..
- ნეტა ვრჩებოდე..
- ნეტა..
- სულ შენთან ვიქნებოდი..
- მეც...
- ძალიან გავერთე შენთან
- მეც...
- გამიხარდა, რომ გაგიცანი..
- მეც..
- და რომ არ წავიდე, უკვე მართლა დამაგვიანდება.. – მითხრა მან და მხრებზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.. მე სუნთქვა შემეკრა..
- ვიცი.. – ძლივს გასაგონად ვთქვი მე..
- კარგი, მაშინ..
- კარგი..
- იმედია, ოდესმე შეგხვდები..
- იმედია.. – თვალები ამემღვრა, მაგრამ არ შევიმჩნიე…..
- ჩაგეხუტები წასვლის წინ, შეიძლება?
ულაპარაკოდ მივუახოვდი და მთელი სხეულით ჩავეხუტე.. 
რატომღაც ტირილი მომინდა.. 
კეტებიანი ოდნავ წამოიწია და საფეთქელთან მაკოცა..
მერე თვალის კუთხეში მაკოცა და გვერდზე გადგა.. 

... გამაჟრიალა ..

ეს აღარ იყო ჩვეულებრივი მზერა..

- გეშინია, რომ არ შეგიყვარდე ხო? – ვთქვი ხმადაბლა
- მგონი, შიშს უკვე აღარანაირი აზრი აღარ აქვს – მიპასუხა ღიმილით...
- ფოტოს როგორ მომაწვდი..? – დავიბენი მე – რამე კოორდინატი არ გინდა ჩემი?
- გიპოვნი რამენაირად.. არ გამიჭირდება, - მითხრა კეტებიანმა ეშმაკური ღიმილით და ლიფტი გამოიძახა..

გული მეტკინა..
გავიღიმე და თვალი გავუსწორე..
კეტებიანი ლიფტში შევიდა და შემომხედა...
- იმედია, სიზმარშიც მე მნახავ – თვალი ჩამიკრა ღიმილით.... 
- იმედია – ხმადაბლა ვთქვი მეც ..

ლიფტი დაიკეტა…..
მე ნომერში შევედი..
თვალები მეხუჭებოდა უძილობისგან..

ტანსაცმლიანი ჩავწექი ლოგინში ... 
ასი ათასი.. და სამასი ათასი ფიქრი მომაწვა..
ჩემს ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა..

"რომ გავიგო, რომ მანიაკია..
ან ბანდიტი, ვიღაც..
მკვლელი…..
თაღლითი..
ან ყველაზე უარესი – ცოლშვილიანი !!!!
შეიძლება, დარდმა გადამიყოლოს..
 სახელი მაინც მეკითხა...
 ან ჩემი მაინც მეთქვა..
 ან მას მაინც ეკითხა.."

ისევ თავბრუ მეხვეოდა..
"რა სიგიჟე ღამე იყო.. ღმერთო"..

სიზმარში სულელი გუგა ვნახე.. რა შუაში იყო, არ ვიცი... : )
ოღონდ, სიზმრის შინაარსი აღარ მახსოვს..

საღამოს 7საათზე გამეღვიძა...
თავი მისკდებოდა..
ძლივს ავდექი ლოგინიდან ...

ჩავიცვი და რესტორანში ჩასვლა დავაპირე

….. კარებში წერილი დამხვდა..
'
გავხსენი და …

სკამზე ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი.. 

კონვერტში ორი ბილეთი იდო.. :

" საფრანგეთი, ნიცა " 

სუნთქვა შემეკრა...
და თავბრუ დამეხვა..

ბილეთებიდან პატარა წერილი გადმოვარდა.. 

" რადგან ამ წერილს კითხულობ , ალბათ უკვე გაიღვიძე…..
იმედია, კარგად გეძინა…..
მე თვალი არ მომიხუჭავს.. საშინლად ვიფრინე, სულ მეგონა, თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა.. : )
Dდიდი მადლობა გუშინდელი ღამისთვის , ძალიან კარგი დრო გავატარე..


პატარა საჩუქარი გაგიკეთე, მგონი, გაგიხარდება.. 
და იმედია, არ გამიბრაზდები, - 
შენი მარტო ნიცაში გაშვება ძალიან გამიჭირდა, ამიტომ  
ორი ბილეთი გიყიდე, 
რა იცი, რა ხდება :)

... ლიმნისფერი ვნახე, მაგრამ მგონი საღამოს კაბა უფროა , ვიდრე სარაფანი, იმედია , მოგეწონება.. 
ქვემოთ დაგიტოვე, ადმინისტრაციაში.. : )

რაც შეეხება 3-4 მილიონს, ცოტა დრო მქონდა და გამიჭირდა ფულის ჩემოდნებში ჩალაგება, მაგრამ ეგეც იქნება.. : )...

... გიტოვებ ჩვენს ფოტოს..
მრცხვენია, ისეთი მთვრალი ვარ,
მაპატიე, გთხოვ : )
მაგრამ შენ ისეთი ლამაზი ხარ,, ჩემი სიმთვრალე მავიწყდება.. :)
მინდა გითხრა, რომ უკვე ძალიან მენატრები და
 გუშინ.. 
ნომერთან 
რომ მიგაცილე , 
ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკოცნა.. smile
ეს ისე , 
მაინც, 
რომ იცოდე ..

ეხლა წავედი, მძღოლი მელოდება უკვე ნახევარი საათია…..
მანდ არ ვარ, მაგრამ იცოდე, რომ სულ, სულ, სულ შენზე ვფიქრობ.. 
და მინდა გითხრა, რომ იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდი, 
ვიდრე ქორწილიდან მახსოვდა.. smile :)

გკოცნი ბევრს,
 ძიმკა "გრუზინსკი" : )


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2061 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 4.3/7
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mariamo   (2011-09-11 3:14 PM)
o.m.g

0   Spam
1 NiIiN_13   (2011-06-19 12:04 PM)
სულ მორჩა???????

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]