მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » მეათე გამვლელი
10:54 AM
მეათე გამვლელი


სანამ სიგარეტს მოვუკიდებდი, არაყი ჩავარტყი და ღრმად ამოვისუნთქე
- ცეცეხლია რა - ვთქვი სრული გულწრფელობით
- ნამდვილად - დამეთანხმა ტანამშრომელი - შენ სად დაიკარგე ასე უმისამართოდ
- რავი საქმეები...
- ამბობენ შეყვარებულიაო
- ეგერე იმასაც ამბობენ, რომ სატანისტი ვარ,
- ხარ, აბა არ ხარ? ლოთი, ცინიკოსი და უხასიათო სატანისტი ხარ
- ვაი ვაი რა დანძრეული მაქვს, არაფერი მეშველება?
- შენ თვითონ არაფერი გეშველება. ვინმემ უნდა გიშველოს, ცოლი, ნაშა, შეყვარებული, მოკლედ ვინმე ძუძუებიანი გჭირდება
-ძუძუებით შემილოცავს? თუ ძუძუებს თავში მირტყავს?
-ვაი შენს პაყტრონს უბედურს - ამოიოხრა - მისმინე, მართლა არ ხარ შეყვარებული?
-ვა რა გამიტრაკეთ, ცალკე გუშინ შემცეს, შეყვარებული ხარო, ეხლა თქვენ დაიწყეთ. არ ვარ ბატონებო შეყვარებული არა!
-ვითომ?
-რა მეტყობა შეყვარებულის?
-თმები წესივრად გაქვს დავარცხნილი, შნუროკები შეკრული, წეღან ფიქრებში რომ წახვედი ბედნიერი იღიმოდი. სხვა დროს როცა რამეზე ფიქრობ, ისეთი სახე გაქვს ადამიანს შეაშინებ
- ატრაკებთ, ქუჩაში ათიდან ცხრა გამვლელს თმები ძალიან წესივრად აქვს დავარცხნილი, ზონარი ორ ბანტად შეკრული და როცა საჭიროა სათნოდაც იღიმიან
- ამხანაგო, გთხოვთ შეიწყვიტოთ შრომის გმირების დაბოლება. მთელმა კანტორამ იცის, რომ შენ სწორედ მეათე გამვლელი ხარ და ეხლა გამოტყდი, საქმე სერიოზულად არის თუ როგორც შენ ამბობ ხოლმე მორიგი ბლიც კრიგია ცრემლიანი ელემენტებით?
- შახს მეუბნები?
- ფაქტიურად მატია რა
- ჩემი ფეხები - გავაქნიე თავი - შახია შახი, იმიტომ რომ მორიგი გატაცებაა
- კაი მჯერა
ჯერა არა დურბინდი. ეს ხალხი სამი წელია ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთის ნათქვამს უკვე ინტონაციით ვხარშავთ. ბევრჯერ დაგვიბოლებია ერთმანეთი, მაგრამ სიტერიკა არავის დაწყებია, არიქა ტყუილი როგორ გაგვიბედაო. ეხლაც სამინი მიხვდნენ, რომ უნამუსოდ ვიტყუებოდი და იმის ნაცვლად სახეები ძმრით დაეზილათ, მაგიდაზე ლარ-ლარი დადეს, პოლიტრაც ჩავარტყათო.

გაბოლილი და არყის სუნით აქოთებული ოთახის შემდეგ ზამთრის სუსხით გაჯერებლ ქუცაში გამოსვლა საოცრად მეამა, თითქოს სატანის მოციქული ეშმაკს სამოთხეში გავეგზავნე.
”არაყს ავიტან და წამოვალ” გავიფიქრე და შევასრულე კიდეც.
წამოვედი. გახუნებული, ორი წლის ნაქონი, მაგრამ მაინც საყვარელი კურტკა სიცივეს ძვლებამდე ძალიან თავაზიანად ატარებდა . სიგარეტს მოვუკიდე. სამი ღრმა ნაფაზის შემდეგ სიცივე ფეხებზე დაეკიდა.
”შეყვარებულია..ჰმ! რას აღარ დაგაბრალებენ რა, თუმცა რატომაც არა?! არა არა, ატრაკებ, რატომ ვატრაკებ, ატრაკებ მეთქი, გაჩერდი, გადათვალე ცხრა გამვლელი, შენ მეათე იქნები, მაგრამ არაფრით ემსგავსები განვლილ ცხრას, იცი რატომ? შენ მათნაირი არ ხარ, ან პირიქით ისინი არ არიან შენნაირები, მაგრამ მე უფრო პირველი მგონია, შეიძლება მეორეც იყოს...” თავში მოკლე ჩართვა მოხდა, ფიქრები გადაიწვა. ისეთი გადავაფურთხე კინაღამ ხორხიც ამოყვა.
როცა ასეთ დღეში ვარ - ვერ გამირკვევია მიყვარს თუ არა - ჩემი ძველი გოგოები მახსენდებიან, რომლებმაც ორ თვეზე მეტ ხანს გამიძლეს. მათი სახელები შეიძლება ვეღარასდროს გავიხსენო, სამაგიერდო ეშმაკიც ვერ დამავიწყებს, რა მითხრეს სანამ მიმატოვებდნენ. მოიცა, რამდენიმეს ეხლავე გავიხსენებ.
”ლოთი”
”პახაბნი”
”სიგარეტის სუნით აქოთებული”
”უყურადღებო ”
”უზრდელი ანტისაზოგადოებრივი ნაძირალა”
”ტყიური”
’საკუთარ თავს საერთოდ არ უვლი”
” ცინიკოსი”
” აუ რა ნაგავი ვყოფილვარ” - გავიფიქრე სიამაყით გაჟღენთილმა - ”უნიკალური ნაგავი ვარ, limited edition nagavi,ჩემისთნა ნაგავი არასდროს დაიბადება”
ნაგავთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. შარშან მოთხრობა დავწერე, მთავარი გმირი ჩემი ასლი იყო. მოკლედ დავწერე და ერთ ჟურნალში მივიტანე . იქ ლამაზი გოგო დამხვდა. წაიკითხა და, ეს ნაგავი რატომ ფაფხურობს, მისნაირი ნაგვებს სიყვარულს არავინ აღირსებსო, თქვა ჩემ გმირზე, რომელმაც მოთხრობა იღლიაში ამოიჩარა და სახლში წავიდა. მას შემდეგ დავასკვენი, სანამ არ გამოვსწორდებოდი ჩემი საშველი სიყვარულის ამბავში არასდროს იქნებოდა.
მარკეტში ლუდი და სიგარეტი ვიყიდე და სკვერში შევედი ჩამოსაჯდომად.
ბოლო სასიყვარულო დემარშიდან წელზე მეტია გასული, საზოგადოებისკენ ერთი გრადუსითაც არ შემოვრუნებულვარ . ისევ ისე მიზიდავს ყველაფერი ლოთური, ძველებურად უამრავს ვეწევი, არც ცინიზმი დამვიწყნია და არც თმის საგულდაგულოდ ვარცხნა დამიწყია. მკიდია, ცხოვრებაში სულ სხვა დინებები მიზიდავს, რომლებიც მანადგურებენ, მაგრამ მაინც ვერ ვეშვები. არც შევეშვები.
” არ შეეშვები და იყავი ეგრე” გამომძახა სკამის მეორე მხრიდან ლევან მროველმა
”ვიქნები აბა რა”
”ბიჭო, გითხარი, გუშინ გურამა შემხვდა, შენი კლასელი რომ იყო”
”მერე”
”რა მერე, ვახოსთან ერთად კლუბიდან ვბრუნდებოდი, ცოტა მთვრალი ვიყავი და თვალი ამარიდა”
”არ თქვა მეწყინაო”
”არა ტო, შევეჩვიე უკვე”
”კაია, ცხოვრება ასე უფრო გაგვიიოლდება”
”ნამდვილად. ბიჭო, მალე შენი დაბადების დღეა, აპირებ რამეს?
”რამეს რა, ყვავა მოვა, შო მოვა, გეგა, კიდევ ერთი ორი კაცი, გავიღერძებით, მერე ბლეკზე ტავს დავდებთ და დავიშლებით”
”ეგ ხო, მაგრამ რამე ცვლილებებს არ აპირებ? ახალი ხალხი, ახალი ურთიერთობები”
”თუ ძმა ხარ რა. წეღან რამდენი ვიყბედე მაგაზე, სანამ არ შევიცვლები არაფერი იქნება, მე კი შეცვლას არ ვაპირებ, ვარ და ვრჩები ღიპიან, ლოთ პროზაიკოსად”
\"გილოცავ\"
\"გაიხარე\"
”რომ ცივა ვერ ხვდები? წამო რა სახლში,თან inbox-ს ნახავ, იქნებ ვინმეს გაახსენდი”
”წამო, წავიდეთ, ისე inbox-სში რომ წერილი იქნება დარწმუნებული ვარ”
”იქნება არა...”
”ნუ იცი ხოლმე იმედებში ჩაჯმა”
შინ ავტობუსით დავბრუნდი.

...ლევან მროველი ჩემგან ცოტა მოშორებით იჯდა. ქვედა ტუჩი კბილებში მოექცია და თვალებ მოჭუტული რაღაც სერიოზულზე ფიქრობდა. დროდადრო წინ ჩამოყრილ თმას ხელის აკვრით უკან იყრიდა, მაგრამ თმა ისევ წინ მოდიოდა.
უცბად ძალიან მომინდა, მივსულიყავი ამ ადამიანთან, ხელი ჩამომერთმია და მეთქვა, რომ მისი მშურს. რომ ის ამ ქვეყნად ყველაზე ძნელს, მარტოობას უძლებს, უძლებს რატომ?
რატომ?

მე არ ვიცი, თავად მას რომ კითხო, გეტყვის,აი ეს ტექტსი თავიდან წაიკითხე და მიხვდებიო. მე მეზარება წაკითხვა, იქნებ თქვენებიდან ვინმემ წაიკითხოთ და მერე მოკლედ მომიყვეთ, ისევ მარტოა? თუ გამოჩნდა ვინმე ისეთი, ვინც ზუსტად ისეთი მიიღო როგორიც არის და ეხლაც ერთად არიან?
მოუთმენლად ველი პასუხს....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1480 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]