მთავარი » 2011 » ივლისი » 6 » მე წუხელ შენთან შემოვიპარე
1:56 PM
მე წუხელ შენთან შემოვიპარე


მე წუხელ შენთან შემოვიპარე,
აღარ ბორგავდი, მშვიდად გეძინა,
მარტოსულობის ცრემლით ნამული,
ობოლი სევდა ზეწრად გეფინა.
შენი სურნელით სავსე ოთახი
შენსკენ მიხმობდა, შენთან მიწვევდა,
დავიხარე და ნაზად გემთხვიე,
იქ სადაც მკერდი ძლიერ გიცემდა.
ძილის ნისლებში გახვეულიყო
ორბის თვალების წამწამთა ბაღი,
მხურვალე კოცნა იქაც მოვწყვიტე,
წავშალე სხვისი ტუჩების დაღი.
შენ გაგეგიღიმა ძილის ღიმილით,
ნეტავი იმ დროს რასა ხედავდი?
არ გაგაღვიძე, წავედი ჩუმად,
გაგღვიძებოდა, ჩემო, ნეტავი!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: ეროტიკული პოეზია | ნანახია: 2114 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]