მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » მე შენი მგონე....
4:10 PM
მე შენი მგონე....



მე შენი მგონე ჭირის შემკონე, დამწვი მალ,ალო,

ზილფო ნაშალო,შემაშალო,მკვლელო დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბს და მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ ლაშქარნი გარ შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს,ცხოველობა გაიმქისაროს.
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო.

როს მოგიხილე,მყის შევიქენ თავისა მტერი,
რად არ ვიცოდი - არა გყვანდა შენი საფერი?
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის-ყმაა თუ ბერი,
რო გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი.
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთედაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვული,
რა მზის სიცხოვლე მი-რა-სჭიდეს, შექმნას ურვილი.
ვა ჩემსა ბედსა, იცი, მე ვარ სულმიწურვილი,
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი,
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდმიბირა, როს გნახე მთვარე,
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე,
შენის ბაგისა ორნი მეცნეს- ტკბილი და მწარე,
ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე,
შენი მიჯნური რად დამაგდენ, შეუბრალალო?!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 478 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]