მთავარი » 2010 » მარტი » 6 » მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში
3:13 PM
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში
* * *
მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს,

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1876 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]