მთავარი » 2010 » აპრილი » 7 » მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს...
9:18 PM
მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს...
მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს,
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს,
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას,
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა,
და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე,
მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას,
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი,
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე,
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა,
მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება,
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო!
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ--კარგია!

არაფრად არ გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1214 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]