მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ქარში ვფანტავ ფიქრებს,
8:47 PM
ქარში ვფანტავ ფიქრებს,
ქარში ვფანტავ ფიქრებს, 
სევდა მავსებს ისევ, 
შემოდგომის ნისლებს 
ბინდი ერთვის ცის ქვეშ. 
მზეში მთვარის ლალები, 
ქალი, უცხოდ მარები, 
კვირტი - ჭირხლით ნაცვარი, 
ხან წვიმაა, ხან დარი. 
ჩუმი ლოცვა განთიადს 
ჩემი შენთვის, . . . ანთია 
ღამის ცაზე ვარსკვლავი, 
ვერცხლის შუქით ნახატი. 
ნეტავ ვიყო ყოველთვის, 
ამ მიწაძე, გონებით, 
თუნდაც ლექსად ნათარგმნი, 
მაგრამ შენთვის . . . მარადის!


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]