ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები - 26 ივნისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივნისი » 26 » ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები
11:33 PM
ირაკლი გაფრინდაშვილი - ლექსები





მე-გულები...



მე ბევრს არ ვითხოვ , მინდა სიმშვიდე,
მე-გულები და ეს სულს მიმშვიდებს .
გადაგეყრები - ჩვენ გავზრდით შვილებს
ნატვრას ავიხდენ და ერთს ვიშვილებთ.


ჩვენ დავბერდებით , შევივერცხლებით,
მაჯებს შეგიმკობ ლეკურ ვერცხლებით.
ბუხარი ენთოს , ხურდეს კეცები ,
მერე მე წავალ , აღვიკვეცები ...



შენ ერთს . . .


დღემდე რაც ვხარჯე - საკმარისია ,
რაც მოგაკელი შენ ერთს განცდები,
თუმცა არც იცი... არც მიბრაზდები...
ან იქნებ სულაც დროში ამცდები...



დღეს მინდა მგრძნობდე - სულ ოდნავ მაინც...
ან სულაც ჩემი გერქვას ნაცნობი.
თუ არ ინებებ , არ მოხვალ მალე
გავხუნდები და ალბათ გავცვდები...




ფიქრის ძნა . . .

ფიქრის ძნა ვკონე -
განცდა დავზვინე,
ვნება დავაძინე,
სიტყვა დავამძივე...


მწერე ბარათები -
გულზე დამათბები,
თუ გეღიმილები -
ჩაგეგვირილები ...


კოცნით გამაღვიძე,
კალთაში მაძინე,
მაჩუქე ჩემი ძე -
გულზე დამაწვინე...




მე ...

მე მენატრები ,

მე მენატვრები.

მე მესიზმრები,

მე მემიზნები.


მე მეფიქრები,

მე მეფიფქები.

მე გეწილები,

მე-დახვეწილები .




ქვიშის საათი . . .


ქვიშის საათი ჩამოცლის წამებს...

მე უშენობა უკვე მაწამებს,

თუ გადაგულდა გული უშენოდ -

მას დრო მკურნალიც ვეღარ უწამლებს.


დროს შევაჩერებ , ვაბრუნებ საათს...

იქნებ - შენი დრო ჩამომრჩა სადღაც,

ხელებს გავშლი და დავხუჭავ თვალებს -

შენს მოლოდინში დავითვლი წამებს.


ისევ ჩამოცლის საათი წამებს -

მას ჩემი ფიქრი სულ არ ა-წამებს,

მისი მისია არის ი-წამოს -

მე შენმა მოსვლამ უნდა მიწამლოს....






                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 692 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]