მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » იყო და არა იყო რა...
6:37 PM
იყო და არა იყო რა...


როგორც წესია ღვთის უკეთსი რა იქნებოდა..

ყველა ბავშვისთვის საყვარელი სიტყვები,როცა ამ სიტყვებს წარმოთქვავ უკვე სხედან გასუსულები და თვალებში შემოგციცინებენ ან წვანან და ემზადებიან ზღაპრულ სამყაროში გადასაშვებად...




ზღაპარი მხოლოდ პატარებისთვის არც არის,მეც კი დიდი სიამოვნებით გადავეშვები სამყაროში,რომელიც მიუწვდომელი და არარეალურია,სასიამოვნოდ არარეალური.. იმიტომ,რომ ამ რეალობაში ყველა ამბავი ვერ სრულდება ბედნიერად,ყველა ვერ ცხოვრობს დიდხანს და ბედნიერად და ვერც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე..


იყო და არა იყო რა,იყო დაბადება…
იყო და არა იყო რა,იყო ზღაპრები…
იყო და არა იყო რა,იყო ბაღი…
იყო და არა იყო რა,იყო სკოლა…
იყო და არა იყო რა,იყო თავისუფალი არჩევანი,განათლებასა და უსაქმურობას შორის…
იყო და არა იყო რა,იყო ბედნიერების წუთები..
იყო და არა იყო რა,იყო დრო როცა შენ თვითონ უყვებოდი ზღაპარს…
იყო და არა იყო რა,იყო შთამომავლობით გამოწვეული ბედნიერება..
იყო და არა იყო რა,იყო მწუხარების წუთები…
იყო და არა იყო რა,იყო მარტოობა..
იყო და არა იყო რა,იყო სიბნელე…


მაგრამ ამავე დროს,სადღაც სხვაგან,სულ სხვა ვიღაცისთვის:

იყო და არა იყო რა,იყო მარტოობა…
იყო და არა იყო რა,იყო
-არა! სულაც არ იყო ზღაპრები,სულაც არ იყო ბაღი,სკოლა,თავისუფალი არჩევანი,ბედნიერი წუთები..
იყო მხოლოდ მარტოობა,მარტოობა და ისევ მარტოობა.. წუხილი და ბოლოს სიბნელე..


იყო და არა იყო რა,იყო ორი ადამიანი,იყო ბედნიერი და იყო – უბედურიც.. მხოლოდ ერთი აკავშირებდათ სამარადისო სიბნელე,ერთმანეთისგან განსხვავებული სიცოცხლის ბოლოს…
იყო და იქნება ცხოვრება – მწარე და ტკბილი,ბედნიერებით და ტკივილით სავსე,გამოვდივართ ზღაპრული სამყაროდან და ამ ყოველივეს ვეჩეხებით..
უბრალოდ რა კარგი იქნებოდა,რომ ცხოვრებდნენ დიდხანს და ბედნიერად...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1204 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]