გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი... - 18 აგვისტოში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი...
11:37 PM
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი...

გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,

დღეს კი შენს გარეშე, სუნთქვაც გამიჭირდა,
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა...
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობა არეულმა,
სადღაც ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამე მთვარეულმა,
შენ კი უცოდველი, მკვლელად მესახები!
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი,
ტუჩის კუთხეებთან ბზარიც გამჩენია....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1543 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]