მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » გთხოვ, გამოდი!...
0:32 AM
გთხოვ, გამოდი!...


გთხოვ, გამოდი!...

(ვუძღვნი ყველა გოგოს)


ირგვლივ
ბნელოდა, უკვე შუაღამე იყო. ერთ-ერთი ძველი სახლის სხვენში დაბნეული
გოგონა იდგა. აქეთ-იქით იყურებოდა, რაღაცას ეძებდა, თითქოს ცდილობდა,
სიბნელე გაერღვია და რაღაც ან ვიღაც დაენახა. მაგრამ არ იცოდა, სხვენის
აბლაბუდებით "მორთულ” რომელ კუთხეში იყო ის, "რაღაც”, რამაც ამ გვიან დროს
მოიყვანა აქ, სადაც, მტვრისა და ძველმანების გარდა, არაფერი იყო.

   
უეცრად გოგონას თვალი შუქმა მოსჭრა. შუქი სანთლისა იყო, რომელიც თავისით
აინთო მაგიდაზე, სხვენის შუაგულში რომ იდგა. სუსტი შუქი იყო, მაგრამ
სიბნელეში დგომისგან თვალი სინათლეს გადაეჩვია.



    მორჩი, გეყო თამაში, გამოდი, მეჩვენე! – დაიყვირა, გოგონამ. –
შენ ხომ შემპირდი, გეჩვენებიო?! ახლა კი ნება იბოძე და გამოჩნდი! –
სთხოვდა ვიღაცას გოგონა, ჩაცმული ლამაზ, ყვითელი ბაფთებით მოკაზმულ, თეთრ
კაბაში. – მომბეზრდა მხოლოდ შენი ხმის მოსმენა! მინდა დაგინახო! გესმის?!



    დღეს ძალიან ლამაზი ხარ… ასე, ჩემთვის გამოიპრანჭე? – გაისმა
ჭაბუკის ხმა. – ეს ხომ ის კაბაა, მაშინ ტყეში რომ გეცვა, სადაც პირველად
გნახე? გახსოვს, რა ლამაზი იყო მინდორი, ციცინათელებით განათებული?




    სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს ჩემი ყურადღება! გთხოვ, გამოდი!... ნუ მაწვალებ! – ემუდარებოდა გოგონა უჩინარ ჭაბუკს.



    მე… მე ვერ გამოვჩნდები… წყვდიადში ვარ გაფანტული… სხეული არც
არასდროს მქონია… მოგატყუე, გეჩვენები მეთქი – მინდოდა, კიდევ ერთხელ
მენახე… საბოლოოდ… – მოწყენილი ხმით მიუგო ჭაბუკმა გოგონას.



    საბოლოოდ?! არა, ჩემთვის სულერთია, გნახავ თუ არა… რახან ვერ
გამოჩნდები, მხოლოდ შენს ხმას დავჯერდები… ყოველ დღე მოგისმენ… სადაც
გინდა, იქ შეგხვდები ხოლმე… – თქვა გოგონამ და მაგიდას მიუჯდა უჩინარი
ადამიანის მასასმენად.



    საცოდავია გოგონა, რომელსაც შეუყვარდება ის, ვისაც ვერც კი
შეეხება… მისი რჩეული კი – უბედური, იმის გამო, რომ მასზე ერთი საბრალო
გოგოა შეყვარებული…




                                                                  ავტორი: ლუკა ხარლამენკო

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1336 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]