მთავარი » 2010 » მარტი » 24 » გაზაფხულის მზე
6:05 PM
გაზაფხულის მზე
გაზაფხულის მზე ხარბად ეთამაშებოდა პატარა მდინარის ნაპირს. თავის 
 მხურვალე, ნარინჯისფერ სხივებს გარს ახვევდა. სამყარო თბილი და მშვიდი 
 იყო. ზედმეტად ახლოს იყო მიწასთან. მზე კი ძალიან შორს, სადღაც ამ ცაში. 
 ნიავი სასიამოვნო და თბილი. სიწყნარე კი ყურისწამღები. ერთადერთი გრძნობა, 
 რაც მას იპყრობდა, ეს სიმსუბუქის, გამოფიტვის შეგრძნება იყო. შიშიც იყო 
 სადღაც ამ ცასა და მიწას შორის. ცხოვრების შიში და ერთგვარი შეგრძნება 
 არარაობისა, ყოველივე მას შორის, რაშიც იყო მოქცეული _ მიწასა და ცას 
 შორის. საკუთარი სუნთქვა ამ დროს ყრუდ ჩაესმოდა. უსასრულოდ იძირებოდა ამ 
 მიწაში, ისე, რომ არ შეეძლო დაეტოვა თუნდაც კვალი. თვალებით ვეღარაფერს 
 ამჩნევდა სივრცისა და პატარა სხეულაკების გარდა, რომლებიც მის ირგვლივ 
 იყო. ეს იყო ენერგია, რაღაც მისთვის უცხო და ჯერ აქამდე უხილავი. სხეულს 
 ვეღარ გრძნობდა, ის ხომ აღარ არსებობდა. მაგრამ სადღაც გონების კუნჭულში 
 აცნობიერებდა, რომ ეს იყო უმაღლესი მწვერვალი. მან ამოიცნო საკუთარი თავი, 
 გაიგო ცხოვრების ჭეშმარიტად ძლიერი და სასიამოვნო მხარეები. სხეული 
 დაუბუჟდა დაიწყო გარდაქმნა. გარდაქმნა მიწად. ფორმები აღარ არსებობდა, 
 არსებობდა მხოლოდ სივრცე ამ ფორმებს შორის, რომელიც მისთვის ჯერ აქამდე 
 უხილავი იყო. მას ქონდა უდიდესი უნარი დაენახა ნებისმიერი სხეული სრულ 
 განზომელებებში და ეს იყო უნიკალური. არ არსებობდა მანძილი არაფერს შორის. 
 არსებობდა მხოლოდ მისი სხეულის არარსებული მხარეები, რაღაც უსახელო და 
 უსასრულო ლაბირინთები, რომლებიც იცვლიდნენ ფორმასა და ზომას, თუმცა კი 
 არცერთი არ გააჩნდა სინამდვილეში. ეს იყო მწვერვალი, უდიდესი მწვერვალი 
 გონებრივი სრულყოფისა და ის ამას მიუახლოვდა. უკან დასაბრუნებელი გზა უფრო 
 ხანმოკლე აღმოჩნდა. იყო რამოდენიმე ამოსუნთქვა და მას დაუბრუნდა საკუთარი 
 სხეულის შეგრძნება. გონებასთან ერთად გულიც ამუშავდა. სუნთქვა გაუხშირდა. 
 სხეული დაუმძიმდა. დაუმძიმდა, ისე, როგორც არასდროს. მან დაკარგა უნარი 
 საგნების უარყოფისა. ის დაბრუნდა და დაუბრუნდა ყველაზე საშინელი და 
 უმძიმესი რამ _ საკუთარი "მეს"'შეგრძნება...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1336 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]