მთავარი » 2010 » მარტი » 13 » გათენდა სამყარომ გაიღვიძა.
5:14 PM
გათენდა სამყარომ გაიღვიძა.
გათენდა სამყარომ გაიღვიძა. სიცოცხლე გამეფდა ირგვლივ. სადღაც შორს ჩურჩული ისმის. ეს ჩურჩული ქარს მოაქვს და თანდათან ყველაფერი ნათელი ხდება... 
ეს " ხეები ლაპარაკობენ ”: 
- შეხედე! უკვე როგორ მოხუცდა და მაინც " გვეჯიბრება”- ამბობს ერთი ახალგაზრდა ნეკერჩხალი წლოვან მუხაზე. 
- აბა, აბა... მხარი აუბა ნეკერჩხალს წიფელამაც. 
(თითქო უნდათ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათი იყოს). 
მუხა ხმას არ იღებს. თავის სიძლიერე კარგად სწამს და " ახალგაზრდების” ნაყბედს ყურსაც არ ათხოვებს... 
- ნახე! გოგონა მოდის, წამოიძახა ნეკერჩხალმა. უნდა გავკეკლუც_
დე. სთქვა და ტოტები ააშრიალა. 
გოგონამ , კი... ზედაც არ შეხედა. გვერდი აუარა და ბებერი 
მუხისკენ წავიდა. 
მიუახლოვდა , შეხედა: "ღმერთო ჩემო, რა სიდიადეა,” 
თქვა და ნასიამოვნები მუხას მიეყრდნო.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1404 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]