ევამ უთხრა ადამს : - 14 მაისში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ევამ უთხრა ადამს :
2:02 AM
ევამ უთხრა ადამს :
"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი 
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი 
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია, 
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს 
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს 
მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, 
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს 
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი 
უფლის განგებით ჩვენი ბედია, 
და არც არასდროს და არც არასდროს 
მე უშენობა არ მინატრია, 
ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი 
მკრეხელობაა და ღალატია. 
მე არ ვიცვლებოდი 
საუკუნენი ისე მიქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით 
ვიცვლიდი სახელს, ზნისა სახეს, 
და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები, 
ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს 
გელოდი როგორც, ცოლი მორჩილი, 
ხან სასახლეში გიწვევდი, რაინდს რომ 
შემებორკე ტრფობის ბორკილით 
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე, 
ხან ვიყავ შენი უარმყოფელი, 
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი. 
და თუ ვცოდავდი 
ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო, 
ზოგჯერ კი შენთვის 
მანკიერება ჩემი ყოველი, შენს პირველ ცოდვას 
ერწყმის და ერთვის. 
მე დიდხანს ვდუმდი, 
მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე, 
იმ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული, 
რომ დღემდე ვერ განვიკურნე. 
მე მგონი დროა, რომ შეგახსენო 
საბედისწერო ის ერთი დილა, 
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა. 
გახსოვს შეგვრის ხეს? 
მაგრამ რა მერე, მე არც სამოთხე მსურდა უშენოდ 
სულ სხვა რამ მტკივა ამდენი წელი, 
და ამ სატკივარს როგორ ვუშველო, 
უფლის წინაშე თავდახრით მდგარმა, 
როცა სასჯელის იგრძენი შიში 
ევას ბრალია ჩაიბუტბუტე, და თითქოს მაშინ ხელახლა იშვი, 
ჩემს თვალში თითქოს ხელახლა იშვი, 
როგორც სულმოკლე მფრთხალი კაცუნა, 
ეს შენ მანიშთე რწმენა და გული და არა ეშმა მან აჯლაჯუნამ. 
როგორ გამწირე?! 
უფალი შენგან მხოლოდ სინანულს ელოდა მაშინ. 
კაცი მეგონე და ხელში შემრჩა, 
შეშინებული უზრდელი ბავშვი. 
მაგრამ, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ადამ! 
ესაა ჩემი სასჯელიც, ჯილდოც, 
უფლის ხელთაა გულისთქმა ჩემი 
და ტვირთი უნდა ბოლომე ვზიდო 
გმირიც, ლაჩარიც, ძუნწიც და ქველიც 
ავიც, კეთილიც, ბრძენიც და ხელით 
მე ჩემი ცრემლით უნდა განგბანო 
და სათნოება შენი ვამრავლო. 
ესაა ალბათ რაც დღემდე მშველის, 
მე შენი ნეკნის ერთი ნამსხვრევიც 
მაგდალინელიც და ღვთის მშობელიც 
შენთან ვართ მარად 
და გადის ასე ტკბილ მწარე, წუთივით მოკლე წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი."

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 363 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]