მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ერთი პატარა ჩანახატი
11:23 PM
ერთი პატარა ჩანახატი
გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!
გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…
შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…
ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…
შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…
ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…
იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!
ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ესმიმს ამ ცხოვრების!
მე ხომ პატარა ვარ, გული მტკივა და მჭირდები შენ, ისევ მჭირდები…
იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში,დამავიწყებს შიშს, დამიბრუნებს ფრენის უნარს და ვისაც ვეყვარები შენნაირად…
მახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს და მაინც,…
შენ ჩემთან იყავი…

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 702 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]