მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » დროის სანაპირო.
0:33 AM
დროის სანაპირო.

დროის სანაპირო.
აი კვლავ რეალობაში ვარ.ვერცხლისფერ რეალობაში.როცა მინდა აქ მაშინ მოვდივარ...ვიღვიძებ ცხოვრებისეული სიზმრისაგან.
გარშემო კვლავ არაფერია...თუ ვერცხლისფერ ნისლს არაფერი შეიძლება ეწოდოს...რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ.რაღაცას ვხედავ..კიბეა.სად ჩადის ნეტა მისი სპირალისებური საფეხურები? კიბის სახელურს ვეხები.მსიამოვნებს დამუშავებული ხის შეხება...ნეტა ვინ დაამუშავა? ე.ი. პირველი არ ვარ ვინც აქ მოხვდა...დაშვებას ვიწყებ.საფეხურებზე ხალიჩა აფენია...ძალიან ლამაზი.თითქოს ერთი ფერის,მაგრამ ამავე დროს მრავალფეროვანი....ათი საფეხურია...ერთი და ნოლი...ერთი და არაფერი...ჩავიარე და...
კარების წინ ვდგავარ.ჩვეულებრივი თეთრი, ხის კარებია.ზემოთ დიდი შავი ასოებით აწერია:"გასასვლელი დროის სანაპიროზე"...ვეხები სახელურს და ჩემსკენ ვწევ...კარები იღება...უდიდესი სითბო და თვალისმომჭრელი შუქი იჭრება კარებიდან...გავდივარ.თვალს ვაჩვევ სინათლეს და გარშემო ვიყურები...ულამაზეს სანაპიროზე ვდგავარ.ტალღები ხმაურით ეხეთქება კორალის რიფებს...თოლიების ხმაც მესმის...ზღვას ვუახლოვდები იმ ადგილამდე,სადაც წყალი და ქვიშა ერწყმის ერთმანეთს....მზე ისე ახლოსაა და ისე მახვევს თავის სითბოში,რომ მინდა სამუდამოდ აქ დავრჩე...
თითით სახელის მოხაზვას ვიწყებ...აი დავწერე და უსასრულო ზღვის ტალღამ კვლავ წაშალა ის...ისევე როგორც მაშინ,ცხოვრებისეულ სიზმარში...მაგრამ ეს ხომ უკვე რეალობაა? აქ ხომ...აქ ხომ...
სიჩუმეში და უდიდეს ხმაურში,ნაბიჯების ხმას ვარჩევ...ვიყურები და...შენ ხარ...შენ კვლავ მოხვედი...გულში გიკრავ....
უსასრულო ჰორიზონტს გავცქერით მე და შენ...ჩემს მხარზე გიდევს თავი და მე ვხვდები,რომ ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით...რეალობაში და უბრალოდ ჩაგვეძინა...ცუდი სიზმარი დაგვესიზმრა...ცხოვრებისეული სიზმარი...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1761 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]