მთავარი » 2010 » მარტი » 11 » დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
11:16 PM
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
* * *
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, 
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, 
შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, 
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. 

დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, 
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. 
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, 
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. 

თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად, 
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. 
დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი... 
ყველა სურვილი დასაწყიში ასე მუნჯია. 
ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი, 

მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია. 
დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, 
უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ, 
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, 
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 2427 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]