მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის...
6:31 PM
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის...



ცხოვრება ომია,სიყვარული კი ბრძოლის ველი!!!


...,,გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები,
კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები!
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის,
არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის."


"გუშინდელი ცხოვრება მოკვდა, ხოლო სახვალიო – შესაქმნელია; მაგრამ რა აკეთოს გაოგნებულმა ადამიანმა დღეს, აქ და ახლა, – უგზოობის ჟამს… რჩება ნამდვილი ხეტიალი საკუთარ სულში”



როგორც ჩანს, სულში მხოლოდ მაშინ ვიწყებთ ხეტიალს როცა მის გარეთ გზას ვეღარ ვპოულობთ. ეს შეიძლება იყოს ცალმხრივი სიყვარული, გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვის შეუძლებლობა, პრობლემები ოჯახში და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროს ჩავიკეტებით ხოლმე ჩვენს თავებში და მერე რას ვაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურია. ზოგი წერს და ამითი იცლება, ზოგიც ხატავს რასაც გრძნობს, ზოგი გარბის სადღაც ოღონდ სად, თვითონაც არ იცის…
არჩევანი მრავალფეროვანია.



ამ დროს მეც, შენც და ყველანიც ისე ვართ, თითქოს არავინ გვინდა. მარტოობით ვიღებთ სიამოვნებას და თუ აქამდე ქუჩაში მარტო სეირნობა უაზრობასთან ასოცირდებოდა, დღეს მისით ვტკბებით. თითქოს ვიყოფით – ორ ნაწილად. ერთი, ისაა ვინც ვერანაირი გზა იპოვა და გაურკვევლობაშია. მეორე კი ის, ვინც ქვეცნობიერი გააღვიძა და საკუთარ სულში დაიწყო ხეტიალი...



ადამიანი ნავი არ არის, ნაპირს მიაბა....და მიატოვო...




ტეგები:
                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1333 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]