მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ჩემმა სიცოცხლემ ტანჯვის მეტი რა მომიტანა...
10:35 PM
ჩემმა სიცოცხლემ ტანჯვის მეტი რა მომიტანა...

ბედმა გამწირა ცხოვრებამ კი გზა ამირია, 
თუმც ჩემმა გულმა ბევრი დარდი გადაიტანა, 
მაგრამ მე მაინც ამის გამო არ მიტირია, 

მე ამ ცხოვრებამ დაუნდობელ მკვლელად მაქცია, 
ვიცი, დრო მოვა და მეც მომკლავს ოდესმე ვინმე, 
მაგრამ ამაზეც არასოდეს არ მიდარდია, 
როგორც ვიცხოვრე სიკვდილამდეც, ისე ვიცხოვრებ. 

ჩემს საკუთარ მეს, ჩემს ცხოვრებას ვერ შეველევი, 
რადგანაც ეს გზა ჩემი ნებით მე ავირჩიე, 
ღმერთო, ერთსა გთხოვ, ღმერთო, მხოლოდ ერთს გევედრები, 
ხორცი კი არა სული, სული გადამირჩინე.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 993 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]