მთავარი » 2010 » მარტი » 18 » ჩემი სიყვარული მდინარე არ
10:18 PM
ჩემი სიყვარული მდინარე არ
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა, 
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება. 
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ.
არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,
მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1276 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]