მთავარი » 2010 » იანვარი » 21 » ბედი ბედია
11:51 PM
ბედი ბედია


ოთახში ბნელა,წვეთავს სანთელი და ლამაზ გოგოს ცრემლები ცვივა.ვისი გულისთვის,რისთვის,ვისთვის ქვითინებს ეს გოგო ასე?რამდენი ხანია ამ ბნელ ღამეში მხოლოდ ვიღაცის კლუსუნი ისმის,ისმის სიტყვები:”მე შენ მიყვარხარ,მე მენატრები,მე შენთან მინდა”.ღამეა ბნელა ძალიან ზალია ცივა და ამავე დროს შენც არ ხარ ჩემთან.შენს გვერძე ყუფნით გავთბები ალბათ,ალბათ ცრემლებსაც შენი დანახვა უმალ დააშრობს.არვიცი ასე რად შემიყვარდი,მაგრამ ფაქტია,რომ შენ მიყვარხარ.ნეტავ სად ხარ?ვისთან?ან რატომ?ნეტა ოდესმე თუ გინატრივარ?ოდესმე ფიქრად თუ გაგივლივარ?და ისიც საკითხავია ოდესმე გაგხსენებივარ?შენი არვიცი,მაგრამ მე კი შენზე ფიქრები არ ამომდის თავიდან.საითაც გავიხედავ ყველგან შენი სახე მელანდება.რა მემართება არვიცი,მუდამ გელლოდები და დარწმუნებული ვარ,რომ ოდესღაც აუცილებლად მოხვალ.ოდესმე ჩემზე ფიქრსაც დაიწყებ და ეს ფიქრები აღარ მოგასვენებს.ასე რატომ ვფიქრობ არვიცი,ალბათ იმიტომ რომ მინდა ასე იყოს.ოთახში სანთელი ანთია,იწვის დნება, წვეთებად ძირს იღვრება და ამ დროს ისმის ტელეფონის უხეში წკრიალის ხმა,რაც ფანტავს ფიქრებს.
_ალო!გისმენთ...
ტელეფონს მიღმა დუმილია.
_ხმა ამოიღე რა?!რომელი ხარ?
Kკვლავ დუმილია.
-ალბათ ხუმრობის ხასიათზე ხარ.ხასიათს ნუ გაიფუჭებ რა ,რადგან მე საზიზღარ ხასიათზე ვარ.
კვალვ დუმილია.
ტელეფონი დაკიდა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა, სანთელი კი ჩაქრა თავისი ფუნქცია უკლებლივ შეასრულა...
და აი გაისმა ასე ნანატრი ხმაც:მე აქ ვარ,მოვედი,ნუთუ არ მელოდი?მოვედი რათა შენ რაღაც გითხრა,გითხრა თუ როგორ მიყვარხარ.მიყვარხარ უკვე ჩემს თავზე მეტად.ჩემს სიცოცხლეზე მეტად,უშენოდ სიცოცხლე მიჭირს.ყოველდღე ველი გათენებას,მხოლოდ იმიტომ,რომ შენი დანახვით დავტკბე.მინდა რომ ეს ცხოვრება ერთი გზითგავიაროთ,რომ ჩვენი ნაკვალევი ვერაცინ ვერასდროს წაშალოს.მე შენ მიყვარხარ,მიყვარხარ ძალიან.შემიძლია მთელი ხმით ვიყვირო,არა კი არ შემიძლია არამედ მინდა რომ მთელი ხმით ვიყვირო,მთEლ მსოფლიოს ჩემი შესურდეს.მინდა რომ იყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი.მინდა რომც ცოლად გამომყვე,აბა რას იტყვი თანახმა ხარ თუ...
_მე თანახმა ვარ ვიყო შენი ერთგული ცხოვრების თანამგზავრი,თანახმა ვარ გამოგყვე ცოლად.
_ახლავე,ამ წუთიდან მინდა რომ ვიყოთ ერთად...
_მე ამაზედაც თანახმა ვარ,რადგან ძალიან ძალიან მიყვარხარ.
Dდა აი დადგა ასე ნანატრი ქორწილის დღეც,დღე რომელსაც ასე ელოდა იმედგაცრუებული პატარა გოგო.გოგო თეთრ ლამაზ საპატარძლო კაბაში გამოეყობილა,ბიჭს კი რათქმა უნდა შავი შარვალ-კოსტუმი ამშვენებდა...
და გოგო საშინელმა ტელეფონის წკრიალის ხმამ გამოაღვიძა.გოგო გამოფხიზლდა და როცა გამოერკვა რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო საშინელი ხმით დაიყვირა:”ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო?ნუთუ ისევ მარტო ვარ?ნუთუ ისევ არ გავხსენებივარ...”და ისევ ისე გოგომ მოიწყინა.
ტელეფონის ხმა კი არ წყდებოდა,ნამტირალევი ხმით ყურმილი აიღო...მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა,სახე ისე გაუნათდა როგორც,შავ ცაზე მთვარე ანათებს.რატომ?მხოლოდ იმოტომ რომ ყურმილის მიღმა ის ბიჭი იყო,რომელსაც ამდენხანს ასე ელოდა...
სიზმარი კი ცხდში ახდა...


P.შ. ხალხო ნუ იქნებით პესიმისტები რადგან,როცა გვგონია რომ არაფერი არ გამოვა სწორედ მაშინ შეიძლება აგვიხდეს ოცნებები და ნატვრები...
განეწყვეთ ყველაფრის მიმართ ოპტიმისტურად...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 558 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]