მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » ბავშვი ვარ პატარა...
2:20 AM
ბავშვი ვარ პატარა...




შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,

რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,
აბა ძვირფასო, შენ მე რას გამიგებ
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა.
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ უმწეო,
რომელსაც ცრემლები გრძნობები ჰგონია,
რომელმაც არ იცის რა არის დარდი
და ჩემი ცრემლები ბავშური გგონია.
მაგრამ მე კი სულ თავზე გევლები,
ვითარც მოზრდილ ხეს ნიავი დილის,
მაგრამ შენ რათ გინდა ცრემლები ბავშვის
ბავშვი ხომ უბრალო რამეზე ტირის.
შენ არ იცი და ვერასდროს გაიგებ,
რომ ერთმა გოგონამ ოცნებით გატარა,
აბა ძვირფასო შენ მე რას გემიგებ,
მე ხომ შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა...



ანა კალანდაძე

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1408 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]