ამოიზრდება სულში ვით ალვა, კითხვა.. - 15 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 15 » ამოიზრდება სულში ვით ალვა, კითხვა..
11:41 PM
ამოიზრდება სულში ვით ალვა, კითხვა..
 * * *  
ამოიზრდება სულში ვით ალვა, კითხვა... და პასუხს არ მცემს არავინ,
ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა რა აქვს სიყვარულს დასამალავი.
ეს ვინცს თქვა, ხომ არ გადაამეტა ნათკვამს, ხომ არ აქვს ნაწყენი კილო, 
თკქვით სიყვარულში რა ნახა ნეტავ ან გასაკიცხი ან სათაკილო,
იქნებ დაიბნა ისე ვით ბავშვი, ან მთლად დაკარგა რიდი და კრძალვა,
მაშინ წამოცდა მას სიყვარულზე ვით ნაპარავ ცხენს უნდაო მალვა,
ვერ ვეგუები მე ამ აზრს მრუდეს, გულში რომ წვება ისე ვით ნისლი,
ან სიყვარულის მალვაც რომ გსურდეს, რით უნდა შეძლო დამალვა მისი,
აფრის შრიალი აფხიზლებს ანძას, მართალი სიტყვა კაცს ცამდე მართალს,
შეყვარებულმა ხმაც რომ არ დაძრას მას თვითონ მისი თვალები გასთქვამს,
და რაც დრო გადის სულ უფრო მეტად მაკვირვებს მისი ნათქვამი კილო,
თკვით სიყვარულში რა არის ნეტავ ან გასაკიცხი ან სათაკილო.
შრიალებს ჩემი ოცნების ალვა, კითხვაზე პასუხს არ მცემს არავინ,
ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა, რა აქვს სიყვარულს დასამალავი!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 334 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]