ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული, - 17 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
12:25 PM
ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
 
 
ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული, 
რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში, 
ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული, 
ქარი ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი... 

მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები, 
ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და 
ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები, 
მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან 

ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით, 
მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად, 
სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი, 
ვიტყვი, ბედისწერა არის მეთქი ქლესა. 

თავსაც დავაჯერებ, ჩემში ამინდები, 
შენთვის ამინდობენ, მთვარედალეული 
სანამ ამ გრძნობებზე დიდი გავიზრდები, 
უფრო ასეთი ვარ, თავგზაარეული...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 328 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]