მთავარი » 2010 » იანვარი » 5 » ˙·٠•●๑۩۞۩๑აქ, შარშან, ამ დროს, ჩია მოხუცი, ხელის კანკალით, ჰყიდიდა იებეს๑۩۞۩๑●•٠·˙
11:21 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑აქ, შარშან, ამ დროს, ჩია მოხუცი, ხელის კანკალით, ჰყიდიდა იებეს๑۩۞۩๑●•٠·˙

თეო, თეო. თეო იცი როგორ მმიყვარხარ?

_როგორ იკუშ, აბა როგორ?

_ძალიან, ძალიან

_მეც მიყვარხარ.

მარტის შუა რიცხვები იდგა. თბილისში, როგორც ყოველთვის მშრალი სიცივე იყო.
ქარი ქროდა, არც ისე ძლიერი, მაგრამ მაინც უსიამოვნო. ქუჩაში ბევრი ხალხი
ირეოდა, ყველას თაავისი საქმე ჰქონდა. თეო და ირაკლიც ამ საზოგადოების
შემადგენელი ნაწილები იყვნენ. მათაც საკუთარი   საქმე ჰქონდათ, ეს
ერთმანეთის სიყვარული იყო.

_ნახე, თეო იები, შენსავით ნაზი და   პატარაა, შენსავით მორცხვია და თანაც ძალიან ლამაზი...

რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთ კუთხეში ჩია ბერიკაცი უკვე 10 წელია იებს
ჰყიდის,. არც ვარდებს, არც ტიტებს, მხოლოდ და მხოლოდ იებს. ბევრი
ახალგაზრდა წყვილი მას უკვე კარგად იცნობს, ტეომ და ირაკლიმ კიის დღეს
პირველად შენიშნეს.

დაახლოებით60-70 წლის იქნება, პატარა ტანის, მხრებში ოდნავ მოხრილი,
პატარა კეხიანი ცხვირი და სიგარეტის ბოლისგან გაყვითლებული ულვაშები აქვს.
მისი თვალები დადებით სინათლეს ასხივებს, სადაც სჩანს უზომოდ დიდი
სიყვარული მთელი სამყაროსადმი. ჭაღარა თმები აქვს, ოდნავ წამოზრდილი,
ქარისგან აწეწილი, ჭაღარავე წარბები, რომლებიც მოხუცის სახეს, რაღაც
ენერგიას ჰმატებენს.

მოხუცმა თავაზიანად შესთავაზა ირაკლის იები. მანაც არ დააყოვნა და
საყვარელ მიჯნურს სამი კონა იისფერი ია უყიდა. ჩია ბერიკაცმა ახალგაზრდები
დალოცა და მომავალ კლიენტს დაუქყო ლოდინი.

_რა საყვარელი მოხუცი იყო არა?   _ ნაზი ხმით ჰკითხა თეომ ირაკლის,

რომელიც ხან გოგონას შეხედავდა, ხან კი _ ყვავილ. თითქოსდა რაღაც საერთოს ეძებს მათ შორისო.

_კი მართლაც და ძალიან საყვარელი...

_ალბათ ერთ დროს ხელოვანი იყო

_და საიდან დასკვენი, რომ მაიც და მაინც ხელოვანი იქნებოდა?

_რავიცი აბა, ისეთი მშვიდი თვალები ჰქონდა...

_მოდი, თუ სხვა დროსაც შეგვხვდება ვკითხოთ

_კარგი, ოღონ არ დაგვავიქტდეს.

დრო გადიოდა, მიფრინავდა, მიქროდა. თეო და ირაკლი ისევ ერტად იყვნენ
ბედნიერები. თითქმის ყოველდღე სეირნობდნენ რუსთაველზე, და ჩია ბერიკაცსაც
ყოველდღე ხედავდნენ. გაიცნეს კიდეც ის, მართლაც და ხელოვანი აღმოჩდა,
თურმე ახალგაზრდობაში ხატავდა, გამოფენებიც Hქონდა მოწყობილი, მაგრამ ახლა
უკვე თავი მიენებებინა.

დრო ისევ გაუჩერებლად მიფრინავდა. ბერიკაცი ისევ იებს ყიდიდა.

თეო და ირაკლი უკვე დაქორწინებულიყვნენ და ბავშვსაც ელოდებოდნენ. თეო უკვე
საკმაოდ გაბერილიყო, როდესაც ირაკლისთან ერთად, ერთ დღეს რუსთაველზე
გასეირნება გადაწყვიტა. ის დრო გაიხსენეს, როცა ჯერ კიდევ შეყვარებულები
იყვნენ, იმ კუთხეს   მიუახლოვდნენ, სადაც იებიანი კაცი იდგა   ხოლმე,
ბერიკაცს მათ დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა, იცნო ახალგაზრდები,
გამოჰკითხა თავიანთი ამბები, ძალიან გაუხარდა როცა მათი შეუღლების ამბავი
გაიგო. მოხუცი იმდენად ბედნიერი იყო თითქოს და საკუთარი შვილები ენახა.
დამსვიდობებისას ბერიკაცნა თეოს იების აჩუქა და მომავალი შეხვედრის იმედით
დაემშვიდობა.

გავიდა 2 წელი. თეოს და ირაკლის გოგონა შეეძინათ. უბედნიერესი ადამიანები
იყვნენ ამ ქვეყნად. ერთხელაც კვირა დღეს   გადაწყვიტეს რუსთაველზე
გაევლოთ. თანაც დედ-მამამ იფიქრეს, იებიან ბერიკაცს შვილს ვანახებთო.

მარტი იყო, არც ისე ცივი, მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, მთელ ქალაქში, ყევალ
შენობის კუთხეში იები იყიდებოდა. თეო, ირაკლი და მათი პატრა, ნაცნობი
ადგილისკენ მიისწრაფოდნენ,   მათ იების შეძენა ნაცნობი, საყვარელი
ბერიკაცისგან სურდათ. როდესაც ისინი ნაცნობ ადგილს მიუახლოვდნენ, აგურის
შენობის, ნათელი კუთხე ცარიელი დაჰხვდათ, იქ უკვე აღარავინ იდგა. თეო და
ირაკლი მიხვდნენ თუ რა მოხდა, თვალზე ცრემლი მოადგათ.

_დედიიიი, მამიიიი, რა მოხდა? რატო ტირიხართ?   _ წაიტიტინა პატარამ.

_არაფერი ჩემო პატარავ, არაფერი..

_რატო ვდგევართ ამ კუთხესთან მამი?

_აქ, შარშან, ამ დროს, ჩია მოხუცი, ხელის კანკალით, ჰყიდიდა იებს, _ ცრემლნარევი ხმით თქვა ირაკლიმ და თეოს გადაეხვია.





ისევ წვიმს, ისევ ქარია, ქუჩა კვლავ ხალხითაა საცსე. ბერიკაცი კი უკვე
ძეცაშია, ალბათ სამოთხში, რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მას ხალხისთვის,
მხოლოდ სიხარული მოჰქონდა. თეოს და ირაკლის ნაცნობი ადგილის გავლისას
ყოველთვის ჩია ბერიკაცი ახსენდებათ. ნაცნობი კუთხე ყოველთვის, რაღაც
არაამქვეყნიური სინათლით არის მოცული.

დრო გადის, მიფრინავს, მიქრის. ძველი შენობის, ნატელ კუთხეში მდგარ ბერიკაცს კი, მაინც არავინ ივიქყებს....

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1371 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]