მთავარი » 2010 » მარტი » 8 » * * *
0:19 AM
* * *
ღმერთმა შემინდოს, რომ ასე მიყვარხარ... 
არ ვიცი რა მჭირს, ვერ ვხდები რა მემართება. დღითიდღე უფრო მახსოვხარ, უფრო მენატრები და უფრო მიყვარდები... 
  მაპატიე, რომ ასე ძალიან მიყვარხარ. ოკეანეში დაკარგული პატარა ნავივით ვარ ამ სამყაროში, რომელსაც ნავსაყუდელი არა აქვს. შენთვის ვტირი და შენთვის ვიღიმი, შენთვის მიყვარს და შენთვის ვიძულებ, შენთვის ვცხოვრობ და შენთვის ვლოცულობ... 
  მერე რა, რომ ჩემი არ არის შენი სიცოცხლე, მთავარია ბედნიერი იყო და რა მნიშვნელობა აქვს ვისთან იქნები. არეულია ჩემი სიტყვები, როცა შენზე ვწერ სულ ასე მემართება. 
  იცი რა მახსოვს? ერთხელ რომ მომწერე, მე სიყვარულიც ვიცი, შენ თუ იციო... ახლა რომ აქ იყო, გკითხავდი, შენ არ გცოდნია სიყვარული და მე როგორ მასწავლე-მეთქი...  
  რა შორს ხარ ჩემგან და ისე ახლოს, შენი დაკარგვის მეშინია. მაპატიე, რომ ასე შეგეჩვიე, მაპატიე, რომ ასე შეგიყვარე...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1254 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]