მთავარი » სტატიები » Мои статьи

qalis carsuli
ყოველი გამოხედვით ჯიუტად მახსენებს მასთან ერთად გატარებულ დროს.დედამ რომ მაჩუქა იმ დღის შემდეგ არ მოცილებია ჩემი საწოლის კიდეს... ისეთივეა,უბრალოდ ოდნავ სევდა შეპარვია თვალებში,თუმცა ძველებური სითბოთი მიყურებს.როგორც წლების წინ თამაშს რომ მასწავლიდა,ახლაც თითქოს ჩემზე დიდი იყოს.დუმილით მიყვება და მახსენებს ყველაფერს...დედის წყენანარევ გაბრაზებას...დამალობანას...იმ პირველ ჩუმად გაკეთებულ მაკიაჟს თავი ,,დიდი გოგო"რომ მეგონა...ცაზე თვითმფრინავის გადაფრენისას ჩაფიქრებული სურვილებიც გამახსენა...და კიდევ რაც ყველაზე ,,მაგარი" იყო,ეზოში მოგროვილი შემოდგომის ყვითელი ფოთლების გადმოყრა კორპუსის მეცხრე სართულიდან...ლამაზი იყო...მერე კიდევ დედობანა..
ნეტავ რას ფიქრობს ჩემი მიტოვებული სათამაშო ჩემზე.მისი პლასტმასის,მაგრამ მოსიყვარულე თვალებისგან განსხვავებით ცხოვრებამ თავისნაირი მზერა შემომაპარა.განა რამე შემომრჩა იმ ბავშვის?ახლა შენს ნაჩუქარ ღვთისმშობლის ხატს სირცხვილით თვალს ვერ ვუსწორებ ჩვენი პირველი კოცნის გამო.დღეს მინდა ამ ნაცრისფერი კორპუსის სახურავებიდან შენთან ერთად გადმოვყარო ყვითელი ფოთლები და თითოეული მათგანის მიწასთან დაბრუნება შენი კოცნით აღვნიშნო...ერთად ჩავიფიქროთ სურვილები მაშინ,როცა თვითმფრინავი ცის იმ პატარა მონაკვეთს გადაკვეთს რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქალაქის გახუნებული კედლებიდან....მერე დავსხდეთ რომელიმე ბავშვმრავალ ბაღში და სახელები მოვიფიქროთ შვილებისთვის,თუნდაც ისეთი ჯერ რომ არავის რქმევია,მაგრამ პირველ ბიჭს აუცილებლად დავარქმევთ LUKACHOS.მე შენ მიყვარხარ...თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ შენთან მივხვდები რა განსხვავებაა ,,დედობანას" და დედობას შორის...
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: McArEeE (2010-08-19) | ავტორი: gvanca E W
ნანახია: 804 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]