მთავარი » 2010 » იანვარი » 23 » ჟღერს წითელი როიალი
11:22 PM
ჟღერს წითელი როიალი



ჟღერს წითელი როიალი. მის წინ ლამაზი, მშვენიერი, მოხდენილი ქალი წის .კოხტა და ლამაზი სარაფნით დაუმალავს ტანი. მისი თითები კი ამღერებენ როიალს, თითქოს გალობს როიალიო, თითქოს სიცოცხლე ჩქეფსო... თითქოს ხელახლა დავიბადე. გაშტერებული ვუცქერ ამ ქალს და ვფიქრობ, რა ლამაზი ქმნილებააა.. რა ტანი, რა თითები, რა ყელი, შვლის ნუკრს მოგაგონებს. ღიმილით გადმოხედა იქვე მჯდომებს და დააჯილდოვა ისინი. ამან უფრო გაალამაზა იქაურობა... ჟღერს შტრაულსის ვალსი. დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე როგორ ვცეკვათ მე და ის ვალსს. მას ლამაზი თეთრი კაბა აცვია, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს მის ტანს.ლამაზი მანერები. არა ის უმშვენიერესია! დავასკვენი მე და გავემართე მის გასაცნობად. ვიდექი მის როიალთან და თვალებში ვუცქერდი. ო, ღმერთო ჩემო! ისე გავერთე ფიქრებში, რომ ტაშის ხმამ გამომაფხიზლა.
-ბრავო! ბრავო! გადასარევია...
იქამდე უკრეს სანამ ხელები არ დაეღალათ. ქალბატონი კი თავაზიანად უღიმოდა მადლობის ნიშნად. მერე მოუბოდიშა -ეხლა კი უნდა დაგტოვოთო და წავიდა... წავიდა და არც გამოჩენილა...
თურმე დამსიზმრებია...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1591 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
+1  
1 Natia   (2010-07-27 7:29 PM) [Entry]
ra kargi TEMA DAMIWEiaaaaa :D :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]