მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » ზღვის ფიცი
0:00 AM
ზღვის ფიცი

ზღვის ფიცი

მზე ჩადის,ზღვას ლამაზი ფერი გადაჰკრავს..უკვე გვიანდება.ალბათ ქარი ამოვარდება,ისე უბერავს სიო.შეყვარებული წყვილი კი სოხუმის პლაჟს ბოლოჯერ შეავლებს თვალს,ყველას ეჩქარება მათ კი არა.მათ უნდათ რომ ეს დღე გაიწელოს.იმიტომ რომ ხვალ ომში მიდიან,ერთ ჯარისკაცის ხოლო მეორე კი ექიმის მოვალეობის შესასრულებლად..როდის შეხვდებიან არ იციან,ალბათ 5 წელში,ან 10 წელში,ან დიდი ხნის მერე.....ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ არაფრის თქმა არ უნდათ.მათთვის თვალებში ყურებაც ზედმეტია...ერთმანეთის სუნთქვაც ეყოფათ....
-ჩემო ყველავ,ჩვენ სულ ერთად ვიქნებით აქაც და იქაც.არავინ და არაფერი დაგვაშორებს.დამპირდი რომ დამელოდები,არავის აჩუქო ჩვენი სიყვარული..
-ჩუ გაჩუმდი!ნუ მახსენებ რომ ხვალ აქ ვეღა შევხვდებითგულს ნუ მტკენ,უბრალოდ გამათბე.
-ნუ გეშინია,დამტავრდება ეს ომი და აგერ აქვე ლამაზი ქოხი ავაშენოთ,წინ ლამაზი ბაღი გავაკეთოთ და შენსავიტ ლამაზი ყვავილები დავრგოთ.გაგვიჩნდება უამრავი შვილები,მერე მათაც შეეძინება შვილები და ვიქნებით ასე და ომიც აღარ იქნება.ისე რა უბედურებაა ეს ომი?რა ვერ გაიყვეს ამ ქართველებმა და რუსებმა?
-მეშინია ისე როგორც მიწისძვრის.ხვალ ჩემი ძმაც მიდისდღეს კი სუფრაა გაშლილი წამო და გაგაცნობ ჩემსმშობლებს...წამო წავიდეთ!
*********************************************
ოჯახში მართლაც დიდი სუფრა გაშლილიყო.ბიჭის დავაჟკაცებას და ჯარში გაშვებას აღნიშნავდნენ.უხაროდათ მაგრამ დარდი კლავდათ.იმაზე ბრაზობდნენ,რომ ამ კამათში ხალხიც ჩაითრიეს რომელსაც შემდგომ ომიც დაერქვა..რომლის გაგონებაც არ უნდოდათ,ან კი ნახავდნენ ბიჭს შემდეგ?ან თუ მოვიდოდა ის დრო როდესაც ამ მაგიდაზე დავაჟკაცებული ვაჟის ქორწილს გადაიხდნენ?
-ქალო სადაა თამარი?ნუთუ არ გამოემსვიდობება ძმას?რა იცის როდის დაბრუნდება?
-ნუ იცი ეგეთის თქმა .ბოლო-ბოლო შეიძლება თამარსაც მოუწიოს სწასვლა ომში..ვაიმე დედა ეს რა დრო მოგვიწია?ღმერთო შენ გვიშველე,შენ გადაგვაფარე მშვიდობის კალთა-თქვა და პირჯვარი გადაიწერა..
-დედა,ახალი ბოცა მომეცი,ღვინო გვაკლდებაეს გოგო სადღა წავიდა?-ბრაზობდა გელა
-აიღე შვილო,შნ შემოგევლოს დედა-თითქოს თვალებით ლოცავდა დედა შვილს
-დედა,მამა,გელა,მოდიტ ვიღაც უნდა გაგაცნოთ-ფორიაქობდა თამარი
-რა ხდება შვილო რა მოხდა?
-გაიცანით ეს ნოდარია, ჩემი შეყვარებული,ხვალ ესეც მიდის ომში.
ნოდარი უხერხულად შეიშმუშნა,მოერიდა კიდეც
-გამარჯობა შვილო!ხვალ ჩვენი გელაც მიდის ჯარში,შენც ჩვენი შვილი ხარ მესამე.მოდი დაგლოცოთ.........
*****************************
მამებმა გაძლება ხოლო,დედებმა შინ დაბრუნება უსურვეს შვილებს და გააცილეს გზაზე.არაფერი ისმოდა მათზე,თამარი გაიწვიეს და ეს ღა იყო მათი ბოლო იმედი,მაგრამ წერილი ჩამოიტანეს რომელიც იუწყებოდა რომ თამარს თავი მოუწამლია,როცა გაიგო ნოდარს შეცდომით გაუკეთეს ოპერაცია და ტკივილბიტ გაგიჟებულს თავი მოუკლავს ხოლო,რაც შეეხება გელას,მეგობრის გადმოცემით იგი აღარავის უნახია.მგონი რუსეთში წავიდა და იქ ვიღაც რუსის გოგო შეურთვს ცოლად..
მზე კი ჩადიოდა,ჩადიოდა,ზღვას კითითქოს ამ ამბის გამგონეს სისხლის ფერი გადასდებია......

დასაწყისი ინფო · პირადი მიმოწერა · ელ-ფოსტის გაგზავნა


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1068 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]