ზღვის და ცის შორის არის მსგავსება... - 1 აპრილში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ზღვის და ცის შორის არის მსგავსება...
3:26 PM
ზღვის და ცის შორის არის მსგავსება...
ზღვის და ცის შორის არის მსგავსება, 
ისევ ქარია და დღე მზიანი. 
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას, 
იყავი მხოლოდ ადამიანი. 

ისევ თვალები და ცისკენ მზერა, 
ისევ ქარია და დღე მზიანი. 
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა 
და შენში მოკვდა დამიანი. 

მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი, 
ისევ ქარია და დღე მზიანი. 
მე შენ სრულიად არ მაფასებდი 
და შენში გაჰქრა ადამიანი. 

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება, 
ისევ ქარია და დღე მზიანი. 
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას, 
იყავი მხოლოდ ადამიანი.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 370 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]