მთავარი » 2010 » მარტი » 14 » ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები
8:41 PM
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები
ვუყვარავრ_ვისაც ჟამი-ჟამს ვხვდები,
ვინაც ჯერაც ვერ მივიღე თვისად...
ვის სიშორესაც მკარნახობს ბედი,
გაუშიფრავი დავურჩი ვისაც.
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ
ცამდე მართალნი არიან ალბათ,
ვინაც ახლობლად მიიღო გულმა
რატომღაც ძალზე ადვილად მკარგავს.
რა გითხრათ, ხშირად ვიბნევი კიდეც
და სიახლოვე მაშინებს ხალხთა,
ვმარტოობ... კვლავაც რომ აღარ ვზიდო
ადამიანის დაკარგვის განცდა...
ვისაც ვუყვარვარ და ვისაც ვძულვარ,_
მაინც მართალნი არიან ორნივ
ვძულვარ ვინც ახლო მიიღო გულმა,
ვუყვარვარ, ვისაც დავურჩი შორი

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1043 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]