მთავარი » 2011 » ივლისი » 5 » ვნება
2:55 PM
ვნება



ვნება

მე ვარ ყვავილი მეტად ფაქიზი,
მსურს გავიშალო მე შენს ბაგეზე,
წამოვწვე შენი გულმკერდის გემზე
და ტალღებისკენ ავიღო გეზი…
მომწყურებიხარ რამეთუ მძაფრად,
გამართე საჭე,
აუშვი აფრა!
და შემაცურე ტრფობით გალეშილ
ვნებათაღელვის ოკეანეში!
გასცურე ჩემში!
გააპე ტალღა,
შემომახვიე ექსტაზის ალყა,
ამათრთოლე და ამაფარფატე,
ამაფეთქე და…
წყალში გამფანტე…
და როცა ისევ გეწვევა მუზა,
ჩემს სიღრმეებში ჩაუშვი ღუზა,
მიმოიხილე,
თუნდაც დროებით,
ზღვის ინტიმური მიდამოები,
მიმოირბინე თლილი თითებით
ჩემი წყალქვეშა ლაბირინთები…
ჩემო მყვინთავო!
ჩემო მეკობრევ!
დამიპყარი და დამიმეგობრე!
დამეპატრონე როგორც საგანძურს,
დაუცხრომელი ვნებით დაქანცულს…
მე ზღვა ვარ შენი,
შენი კუნძული
უკაცრიელი და დახუნძლული.
მოდი!
და როგორც მშიერმა ხარმა,
გადამიძოვე მინდორი ხარბად.
ყვავილს მივანდობ შენს თითებს – ფუტკრებს,
თაფლს დაადენენ უხვსა და უტკბესს…
ზევსს, დაგარწყულებ, ვით ამალთეა,
ჩემს ბაღში ბევრი არომატია:
ფორთოხლებია თითქოს ოქროსი,
ზემოთ მსხლებია,
ქვემოთ - ქოქოსი…
ჩამკბიჩე,
მმარცვლე,
მლოკე,
დამლიე,
სანამდის გვალვამ ხელი დამრია...
მოდი, დამიცხრე ვნების თაკარა!
მომწყურდი, როგორც წყარო ანკარა.
დღესვე,
ხვალ გვიან იქნება ვინძლო,
მსურს ქალად ყოფნის სიამე ვიგრძნო…
მოდი!
მიგიღებ
და მეყვარები,
როცა ზედ კრემად დამეღვარები...
მე ვარ ყვავილი მეტად ფაქიზი,
მსურს გავიშალო მე შენს ბაგეზე,
წამოვწვე შენი გულმკერდის გემზე
და ტალღებისკენ ავიღო გეზი…

                               
მიმაგრება:
ნანახია: 1282 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]