მთავარი » 2010 » მარტი » 21 » ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
9:20 PM
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.

აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.

რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1068 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]