მთავარი » 2010 » მარტი » 17 » უცნაური მონატრება
0:14 AM
უცნაური მონატრება


არ მინდა ლექსები! 
ვერ ვიტან სტრიქონებს! – 
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა! 
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ – 
არ მინდა ლექსები!.. 
აღარც შენ მინდიხარ!.. 

მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი – 
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს, 
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი: 
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს 

ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და 
Senze cudis mTqmels me deda ვუგინო! 
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა... 
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ! 

რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში 
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!.. 
მთავარი დედობის მანდილის ამბავში... 
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები! 

ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას – 
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!.. 
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება – 
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი! 

მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს 
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე... 
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში 
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი... 

შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი, 
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ! 
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით 
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე... 

არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული! 
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!.. 
არ მინდა ქალები!.. 
არ მინდა ბუმბული!.. 
არ მინდა ლექსები!.. 
ფეხებზე მკიდიხარ...



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1584 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]