მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » უცებ ტოვებს შენი სული დედამიწას.
0:36 AM
უცებ ტოვებს შენი სული დედამიწას.

უცებ ტოვებს შენი სული დედამიწას. ვერ აცნობიერებ რა მოხდა. სულ სხვა სამყაროა, სიბნელე, ისმის კვნესა , გოდება . დამწვარ სულთა სუნია აუტანელი. არა ნუთუ იქ… ნუთუ მართლა იქ მოვხვდი. აი ისიც, ვისი სახელის გაგონებაც არ იწვევდა შენში არავითარ გრძნობას. ეხლა კი … ეხლა კი ვეღარ უძლებ მის ანთებულ თვალებს. სატანა!!! ის რეალურია, ისევე როგორც ის, რომ უნდა ეწამო , უნდა დაიტანჯო . გიპყრობს უცნაური განცდა . ნეტა რა მელოდება წინ. უბედურო სულო, ვერ აცნობიერებ რა ტანჯვა მოგელის. მატლები ჯოჯოხეთის მატლები. მოდიან , მოდიან უთვალავად . შევიდნენ შენში. ღმერთო რა ტკივილია!!! ნუგეში? სადაა ნუგეში. მიმოიხედე გარშემო. რამდენი სული იტანჯება. ვინ განუგეშებს? "ნუთუ ამდენი ცოდვილია მიწაზე”. ცეცხლი, საშინელი ცეცხლი. გწვავს ძლიერ, უფრო ძლიერ. "აღარ მოვკვდები?!!!” პასუხი აქვეა შენს გარშემო. დემონების დამცინავი სახეები. მოგიგონებენ ცოდვებს. რამდენი აღარ გახსოვს. არ არის არც ერთი ცოდვა დავიწყებული. სივიწროვე. განძრევა გინდა .არ არის ადგილი. სახის დაკაწვრა გინდა ტკივილისგან. ხელს ვერ იღებ. …… უცებ…
ხმა ისმის ვითარცა მეხი. "ნაზარეველო!!! ამაო იყო შენი, მსხვერპლი. არ არიან ადამიანები იმის ღირსნი რომ ჩვენი ადგილი დაიკავონ. შეხედე! შეხედე! მათ ვინც შენ შეიყვარე. ჩემთან არიან , ჩემნაირად ეტანჯებიან.” გაახსენდა სატანას დრო,როდესაც ღმერთის მარჯვნივ იყო მისი ადგილი. ის ყველაზე მშვენიერი იყო. ყველაზე ძლიერი. ანგელოზთ შორის. ლუციფერ, ჯერ კიდევ არის დრო , მოინანიე!!! ესმის ხმა. "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო , შემიწყა…….არა! შურით ივსება სატანას აზრები. ადამიანებს ამდენი თავისუფლება მისცა, მე კიდევ? უცებ საშინელი სიძულვილი იგრძნო ადმიანთა მიმართ.
დაიბადება ჩემი ძე, სულ მალე განადგურდება კაცობრიობა. სულ მალე დაიტანჯება. სულ მალე,….. ოდნავი შვება მოჰგვარა ამ ფიქრებმა მის ტანჯულ სულს.
გადახედა გარშემო მყოფთ .
"ღმერთო რატომ მიმატოვე? " პასუხი არაა. "მომიტევე ღმერთო, ცოდვანი ჩემნი.” პასუხი არაა. სიცივეს გრძნობ საშინელ სულიერ სიცივეს. თუმცა კი ცეცხლში იწვები. ეს სიცივე უფრო საშინელია ვიდრე ტანჯვა რომელიც მოგელის. განეშორე ღვთის მადლს. არაფერია მასზე უფრო მტკივნეული. მთელმა შენმა ცხოვრებამ ჩაგირბინა. თვალწინ. რამდენი დრო მქონდა და რატომ, რატომ არ….
გმინვა ისმოდა ჯოჯოხეთში უბედური სულის. ტირილი ისმოდა ჯოჯოხეთში ცოდვილი სულის. რომელიც შთაინთქმეოდა უთვალავ სხვა სულთა ხმაურში.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 680 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]