მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » ˙·٠•●๑۩۞۩๑უსახელოები მარტივად კვდებიან๑۩۞۩๑●•٠·˙
9:48 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑უსახელოები მარტივად კვდებიან๑۩۞۩๑●•٠·˙

იქ,
სადღაც არაამქვეყნიური სამყაროს სიღრმეებში, მოუქნელად და უხერხულად
მოძრაობდა რაღაც. გარეთ გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ უკან იხევდა. ფიქრები
ერთმანეთს ენაცვლებოდა. ფიქრები, რომელთა ერთად თავმოყრა და დალაგება
თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან გაქაოსებულ თავს ამის ძალა აღარ შესწევდა.
დრო გაჩერებული იყო მარადიულობასა და რაღაც წამიერს შორის. წლები გადიოდა,
მოვლენები ერთმანეთს ცვლიდა. მზე ამოდიოდა, ჩადიოდა, ისევ ამოდიოდა. დრო
კი ძალიან ხანმოკლე იყო. გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. ეს წესია,
გადაწყვეტილებებს არ უნდა გაექცე, არ უნდა დაემალო. მანაც მიიღო
გადაწყვეტილება რაღაც წამებში, წამის მეათედებში, სადღაც ზაფხულსა და
შემოდგომას შორის. იარაღი გაისროლა. თავი მოიკლა...








                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1085 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]