მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » უსახელო დღიური
0:57 AM
უსახელო დღიური


ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი არაა და არც ძალიან განსაკუთრებული. უბრალოდ ესეთი რაღაცეები არ ხდება ხშირად. ხო და ამ ეპიზოდის გმირიც მე ვარ. რა გითხრათ ჩემზე? ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, რომელიც თავის სამყაროში ცხოვრობს და მიჰყვება გზას რომელსაც ბუნდოვნად ხედავს. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არ ყოფილა სავსე. უბრალოდ სამი ძმანი ვიყავით. მე ყველაზე პატარა, გიო საშუალო და ლეო კი ყველაზე დიდი. ვცხოვრობდით მარტო, დედასთან ერთად. მამაჩემზე არაფერი არ ვიცოდი ვინ იყო და სად ცხოვრობდა. სურათიც კი არ გვქონდა მისი, რომ გვცოდნოდა როგორი იყო, სადმე რომ შემხვედროდა რომ მეცნო. ლეო არც ლაპარაკობდა მამაზე, გიოს კი ძულდა. დედას საერთოდ გაგონება არ უნდოდა მისი სახელის, ისედაც გაგიჟებული იყო ლეოს გამო.1998 წელი, დეკემბერი დილის რვის ნახევარზე გამეღვიძა. ორშაბათი იყო და სკოლაში მივდიოდი. მე და გიოს ერთ ოთახში გვეძინა. მე მე-6 კლასში ვიყავი, გიო კი მე-8ში იყო. ჩვენი სკოლა შორს იყო და იქ ლეოს დავყავდით თავისი მანქანით. ლეო: _ დავაი პადიომ ბიჭებო! აი ამ სიტყვებით იწყებოდა ჩვენი დილა. მერე ლეო თავის მაგნიტაფონს რთავდა და სტიუ უანდერს გვასმენინებდა მაღალ ხმაზე. გიო: _ აუ რა, ტვინი წაიღო რა ამ მუსიკებით ტო (ჩუმად მითხრა მე ისე რომ ლეოს არ გაეგო) ავდექით მე და გიო. მეორე ოთახში დედა ეჩხუბებოდა ლეოს რაღაცაზე. დედა: _ საიდან გაქ ეს ფულები?რატომ არ ანებებ იმ კოტეს და მაგათ თავს?გინდა რომ დაგვაქციო? რას მერჩი?ან შენ თავს რას ერჩი?............... ლეო კი ჩუმად სვამდა ჩაის, თითქოს არც ესმოდა დედის ლაპარაკი. ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა გაბზარულ ჭიქას. ნეტავ რას ფიქრობდა? რა ადარდებდა? დედა კი აგრძელებდა ნერვიული ხმით ლაპარაკს. დედა: _ .......მიხედე შენ თავს შვილო და გთხოვ ნუ დამღუპავ, ნუ გადაეყრები რამე შარს. ამ სიტყვების შემდეგ ლეომ შემომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, შემდეგ წამოდგა, დედას შეხედა და შუბლზე აკოცა. ლეო: _ ნუ ნერვიულობ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? რატომ ლაპარაკობ ამდენს? ხომ იცი რომ ყველაფერი კარგადაა? დედა: _ ეჰ ლეო, ნეტავ ეგრე იყოს ლეო: _ ეგრეცაა. ლეო გამობრუნდა, დაიხურა თავისი საყვარელი ქუდი და გარეთ გავიდა. მე და გიოც გავყევით. მთელი გზა მხოლოდ მუსიკებს ვუსმენდით, ხმა არავის არ ამოუღია თითქოს ერთმანეთის გვერიდებოდა. მალე სკოლაც გამოჩნდა. ლეომ მანქანა გააჩერა და მე და გიოს ფული მოგვცა. ლეო: _ მიდით ეხლა თორემ დაგაგვიანდათ. მე და გიო: _ სპასიბა ლეო! ჯიგარ! ლეო: _ მიდით გადადით და 2ზე აქ ვარ რა. გიო: _ ოკეი ბრატ ლეომ მანქანა დაძრა და თავის საქმეზე წავიდა. ზუსტად არავინ არ იცოდა ლეო რას აკეთებდა, მაგრამ ერთი კი ვიცოდით რომ მაგარი სახელი ქონდა ყველგან. გიომ ვიღაც გოგო დაინახა და წავიდა მისკენ გიო: _ წავედი სანამ გამექცა ; ) მე კი როგორც ყოველთვის რეზის ველოდებოდი. რეზი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. კაი ტიპია რა. რეზიც მოვიდა რეზი: _ რავა ხარ ბრატ? მე: _ რავი ვარ რა, შენ? რეზი: _ მე მაგრად ძაან. გუშინ ჩემი დედა ვატირე უმაგრეს პონტში ვიყავი ......................... რეზი ყოველ დღე ესე იწყებდა ლაპარაკს და ტვინს ბურღავდა უბანში გაგონილი ამბებით. გაკვეთილებიც დამთავრდა. მე, რეზი და გიო ერთად ვიდექით და ლეოს ველოდებოდით. კაი ხანი გავიდა მაგრამ ჩვენი ძმა არ ჩანდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა მოვიდა. ლეო: _ პრასტი ბრატცი, რაგაც საქმეზე ვიყავი და დამაგვიანდა მე: _ არაუშავს. ლეო: _ კაი მიდი ცოტა დროზე ჩაჯექით რა, მეჩქარება ლეო ანერვიულებული ჩანდა. და სულ აქეთ იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცის დანახვა არ უნდოდა. სახლთან მიგვიყვანა, ფული მოგვცა და გვითხრა რომ დღეს არ მოვიდოდა. ლეო: _ მე დღეს არ მოვალ და დედაც გააფრთხილეთ რა. მე: _ სად მიდიხარ? მალე მოხვალ? ლეოს გაეღიმა და მითხრა ლეო: _ რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო დიდ ხანს ცხოვრობ wink მერე მანქანა დაქოქა და სწრაფად წავიდა. მე და გიო სახლში შევედით. დედას ეძინა. გარეთაც აღარ გავედი, წვიმას აპირებდა. შუქიც არ იყო როგორც ყოველთვის. გიო ტელეპონზე ელაპარაკებოდა თავის ვითომ შეყვარებულს. დაღამდა მე კი ვიჯექი ფანჯარასთან და ლეოს ველოდებოდი. ვიცოდი არ მოვიდოდა, მაგრამ მაინც ველოდებოდი. გიოსაც ჩასძინებოდა. უცბად გაისმა ტელეფონის ხმა რამაც ყველა გამოაღვიძა. დედა, რომელიც ტელეფონს არ იღებდა არასდროს, ეხლა წამოხტა საწოლიდან და მივარდა ტელეფონთან. თითქოს რაღაცა იგრძნოო დედის გულმა. ჩუმად უსმენდა ტელეფონს. სახე ამღვრეული ქონდა. ნელ-ნელა ყურმილს ხელს უშვებდა. გაფითრებულმა ქალმა ყურმილი ძირს დააგდო, გამობრუნდა და ლეოს ოთახში შევიდა. მე და გიომ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. ხმის ამოღებაც ვერ გავბედეთ. ვხედავდით როგორ ეხუტებოდა ლეოს ტანსაცმელს დედა. უცბად დაიყვირა დედა: _ შვილო, ლეო, ლეო, სად ხარ!!!!!!!!!!!!!!! უცბად გული წაუვიდა. მე და გიომ მივხვდით რომ ლეო აღარ იყო. გიო დედასთან მივარდა მოსაშველებლად, მე კიდევ დავიბენი თითქოს ვერ ვგრძნობდი ჩემ თავს. მოვბრუნდი და გარეთ გავიქეცი, მივრბოდი და ვტიროდი. ლეოს ვეძებდი. მაგრამ ის არსად არ ჩანდა. უცბად გავითიშე და არ მახსოვდა რა ხდებოდა. ლეო ერთადერთი იყო ჩვენ ვინც გვარჩენდა. ეხლა კი არაფერი აღარ გვქონდა. ლეო დავასაფლავეთ. იმ დროს ლეოს ძმაკაცი კოტე ძალიან გვეხმარებოდა. გიო სასწავლებლად გაუშვა ინგლისში. დედაჩემი ცუდად იყო და საავადმყოფოში გადაიყვანა. მე კიდევ თავის ბიძაშვილთან გადამიყვანა სახლში, იოსებიძეზე. მე ვიცოდი რომ ლეო და კოტე პაძელნიკები იყვნენ და ისიც გავიგე რომ იმ დღეს, ლეომ ვიღაც ვერელი თენგო მოკლა, რომელიც ქურდის - ჩეჩენას დისშვილი იყო. თან ლეოც არ იყო ამ ქურდთან კარგად. ამის გამო ის ჩაცხრილეს თავის მანქანაში. ძალიან მინდოდა აბაროტი ამეღო მაგრამ ორ წელში გავიგე რომ ჩეჩენაც მომკვდარიყო. კოტე არც მიშვებდა არსად. მარტო ფეხბურთზე დავყავდი. მეც კარგ მომავალს მპირდებოდნენ და ვთამაშობდი რა. უბანშიც დავუძმაკაცდი ბიჭებს და ესე გადიოდა რა დრო. 2005 წელი, 30 დეკემბერი ფეხბურთზე დასვენება მქონდა და უბანში მე, სტეჩკინა, რეზი, ზური და თავგასა ვიდექით. ახალი წლები მოდიოდა და პონტს ვეძებდით. სტეჩკინა: _ ბიჭო, თავგას, შენთან ვერ გავატრაკებთ?მარტო არ იქნები ახალ წელს ღამე ტო? თავგასა: _ აუ შენ რა შემეცი ტო. 1000ჯერ გითხარი არათქო და რა გამიხურე. სტეჩკინა: _ რა იყო შეჩემა რას მეჩხუბები ზური: _ ყველაზე ნაღდია ბაითი ვიქირავოთ რა. სტეჩკინა: _ შეჩემა 30 დეკემბერია, სად უნდაა ააგდო ბაითი მითხარი. არსად არ იქნება ბოზისშვილი ვიყო ტო. ზური: _ აბა მაშინ ვიჯდეთ უბანში და ეგაა რა. სტეჩკინა: _ აუ რა ყლეს ვეტაკოთ ტო. ნიკუშ შენ მაინც თქვი რამე ტო მე: _ აუ ყველას ჯობია ვატოს დაველოდოთ რა, ხო იცი რა გაქექილია ეგ ჩემისა, სადმე პონტს ცვეტში ააგდებს რა. რეზი: _ აუ ცვეტში ბოზიშ. თან გუშინ მითხრა რომ ეგ და ჯღუნა რაგაცას აპირებენ სტეჩკინა: _ ჯღუნა რაღას აპირებს ეგ ყვერი მე: _ შენ ჯღუნა ეძახე და სულ კი ქეშაობს ზური: _ შენ კიდე რა ყლეს ეტაკო არ იცი :)))))))))))) სტეჩკინა: _ ანგარიშზე არავის არ გაქვთ? რეზი: _ დაიცა მე ვურეკავ ვატოს. ფუ ამის გამორთულია სტეჩკინა: _ ჯღუნას დაურეკე რეზი: _ ლომბარდშიაქ თავგასა: _ აუ თქვენც გეჩქარებოდეთ რა სამსახურებში. დაველოდოთ და მოვლენ აი ესე ვისხედით და ვღადაობდით რაღაც სისულელეებზე. ვატოც და ჯღუნაც მალე მოვიდნენ. ჯღუნა: _ რას შვებით? რეზი: _ ვართ რა სტეჩკინა: _ ბიჭო, ვატო, რას აპირებ ახალ წელს? ვატო: _ რასაც თქვენ იმას მე smile სტეჩკინა: _ მაგას იასნა მაგრამ ყველა ვიშლებით ტო. ვინ სად მიდის ვინ სად ვატო: _ მე მაქ ძმაო ერთი პონტი კიდე და შენი არ ვიცი smile ზური: _ აი სად მიქარა smile სტეჩკინა: _ ხო და ეგ პონტიც საძმოზე გადის, ასე რომ სად მივდივართ? smile ვატო: _ ისედაც მიმყავდი შე მათხოვარო. იტოკში რა. ვაკეში ვიჩითებით ჩემი შეყვარებულის დაქალის სახლში. რეზი: _ გოგოები და რამეეე ვატო: _ აბა ერთმანეთს ისედაც ვხედავთ ყოველ დღე შე ყვერო სტეჩკინა: _ ბიჭო გოგოები ხო მარა მოსაწევი და რამე ჯღუნა: _ ე ამას უყურე, მე რა ტყვილად მოვდივარ შეჩემა? სტეჩკინა: _ სუფთა ჯღუნა ხარ რა. იმიტომ მიყვარხაე :))))))))) მე: _ ეგ ყველაფერი კი მარა მიოყა? ხელცარიელი ხომ არ ავალთ ტოო სტეჩკინა: _ თავგას ბოზიშ შენს იმედზეა საქართველო. თავგასა: _ მე კი დავითრევ მაგრამ ყველამ უნდა დავითრიოთ რა მე: _ იტოკში 50 ლარზე ნაკლებს არ ვთრეულობთ რა რეზი: _ ბაზარი არაა საბოლოოდ შევთანხმდით და ღამე გვიან დავიშალეთ. სტეჩკინას და ზურის არსენალი ებარათ. რეზის და თავგასას ფული, ჯღუნას სასმელი და მოსაწევი, ვატოს პონტი, მე კიდევ მანქანა უნდა დამეთრია კოტესი. სახლში ავედი, მაგარი დაღლილი ვიყავი. კოტე იყო მარტო და ტელევიზორს უყურებდა. წყალი გადავივლე გამოვიცვალე და მეც კოტეს მივუჯექი. ეგრევე მიხვდა რაც მინდოდა და ტამაშიც არ გაყიდა. ყველაფერი ისე მოხდა როგორც დავგეგმეთ. კოტემ მანქანა მათხოვა, სტეჩკინამაც ვიგაცას გამოართვა და ორი მანქანით გავიჩითეთ. ყველანი ავიდნენ 31ში. მე კიდევ ლეოს საფლავზე გავედი ღამე. არ მინდოდა მარტო შეხვედროდა ახალ წელს. პირველი ჭიქა ლეოსთან ერათად დავლიე, მერე ავედი ჩემებთან. გზაში სულ ლეოს სახე მელანდებოდა. არ დამავიწყდება არასდროს მისი იდუმალი ღიმილი. მუსიკამაც გადამაგდო ფიქრებში. და მაინც რა მაგარია Bარრყ ჭჰიტე-ი. ავედი ჩემებთან იქ, კიდევ ქაოსი იყო. ჩემს გარეშე არც დაუწყიათ. იმიტომ მიყვარს ჩემი საძმო. იციან რა როგორაა. მაგარი დავლიეთ, თან კაი გოგოებიც იყვნენ. სტეჩკინამ გააფრინა. ჯღუნა სნეიქს ტამაშობდა ვიგაცა გოგოს ტელეფონზე. ვატო, ზური და თავგასა გოგოებს ეცეკვებოდნენ. მე და რეზი კი ვისხედით და გოგოებს ვეჭორავებოდით რაგაც უაზრობებზე. ცოტა ხანში ვიღაც 3 გოგო მოვიდა. ერთ-ერთი ულამაზესი იყო. რომ შევხედე გამოვფხიზლდი და რაგაც უცნაური გძნობა დამეუფლა, თითქოს ხელ-ფეხი მქონდა შეკრული. თვალი ვერ მოვაცილე იმ გოგოს, ნეტავ ვინაა? სად ცხოვრობ? რამდენი წლისაა? ჩემთვის ჩუმად ვსვამდი უცნაურ კითხვებს. შემდეგ ვატოს შეყვარებულმა - ნუციმ მოიყვანა და ყველას გაგვაცნო. მას ელენე ერქვა. მისი სახელი თავიდან არ ამომდის და ჩუმად ვიმეორებ ჩემს თავში. დრო გადიოდა და მე წყნარად ვიჯექი, მხოლოდ ვუყურებდი ელეს და ვტკბებოდი. შემდეგ თვითონ შემეკითხა ელენე: _ შენ რატომ ხარ ჩუმად? დავიბენი და არ ვიცოდი რა მეთქვა. თვითონ კი თვალებში მიყურებდა და თითქოს აინტერესებდა როგორი ხმა მქონდა. რეზი: _ ეგ უძლურია შენნაირი გოგოების წინააღმდეგ smile ყველას გაეცინა და მეც ძვლივს გამეღიმა ნელ-ნელა თენდებოდა და ყველას ეძინებოდა. მე და ელენე კი ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით. გავიგე რომ მიშა გელაშვილის და იყო. ვერელი, ნასწირნი ბიჭი იყო. ხშირად გვქონდა მაგათ საძმოსთან ხიპიშები. თვითონაც იცოდა ვინ ვიყავი. მაგრამ არცერთს არ გვქონია ამაზე ცუდი რეაქცია. ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და არ ვიცოდით რაზე ვლაპარაკობდით. თითქოს სიზმარი იყო. თითქოს ჩვენს ირგვლივ არავინ არ არსებობდა. იმ დროს არაფერი არ მახსოვდა, მხოლოდ მისი თვალები. მგონი მომწონს? არა, მგონი მიყვარს? არა, მგონი ვაფრენ მასზე? ხო მგონი ეგრეა. თან Bარრყ ჭჰიტე-ი და საერთოდ აღარ ვარ აქეთ. ამ ფიქრებში ჩაგვეძინა. მისი გულის ფეთქვა მესმოდა. მისი სუნთქვა, თითქოს ერთნი ვიყავით. როგორ მინდოდა არ დამთავრებულიყო ეს დღე და სამუდამოდ ესე ვყოფილიყავით. საბოლოოდ მეც ჩამეძინა. მეორე საღამოსაც ერთად ვიყავით. მაგარ დროს ვატარებდით ძაან. წრეც კი გავაკეთეთ სადაც ყველას თავისი საიდუმლო უნდა ეთქვა. გოგოებმა გვასწავლეს. სტეჩკინა: _ კაი მე დავიწყებ. იტოკში გუშინ ღამე სალის დავარწყიე ხელზე :)))) სალი: _ ის მაინც გეთქვა რომ ფეხზე საშინელი სუნი გაქვს :))))))) რეზი: _ მე კიდევ გუშინ ღამე ძუძუები ვნახე :)))))))))) ანი: _ გუშინ თავგასამ მითხრა რომ შენ ხარ პირველიო ვისაც ვკოცნიო :)))))))) სტეჩკინა: _ სულ ვამბობდი რომ ყველაზე ყლე იყავი :)))))))))) თავგასა: _ ქალებში რომ მივდივარ მიდგება მაინც :)))))))))) ნანკა: _ ნიკუშ შენ რას იტყვი? მე და ელენიკო ერთად ვისხედით და არც ვაქცევდით ყურადღებას. მე: _ მე იმას ვიტყვი რომ არ გისმენდით :)))))))))))) ნანკა: _ კაი რა მიდი თქვი შენი საიდუმლო რაააა მე: _ კაი, მაშინ ვიტყვი რომ..... ელენეს შევხედე თვალებში. მინდოდა რაღაცის თქმა. უცბად ხელი მოვკიდე და გავიქეცით სახლიდან. მივრბოდით გარეთ, მაგრამ არ ვიცოდით სად, მთელი ჭავჭავაძე შემოვირბინეთ. დაღლილები სადღაც გავჩერდით. სიბნელე იყო, არაფერი არ ჩანდა. მარტო მე და ელენე. ცაზე ვარსკვლავებიც კი არ იყო. მარტო მთვარე ანათებდა. ელენე: _ ნახე რა ლამაზად ანათებს მთვარე, ნეტავ ვის უნათებს გზას? მე: _ მე და შენ გვიყურებს ალბათ ელენე: _ ნეტავ რას ფიქრობს ჩვენ რომ გვიყურებს? მე: _ მე მეუბნება რაღაცას. ელენე: _ არ მეტყვი რას? მე: _ მეჩხუბება ელენე: _ რატომ? მე: _ რატომ არ ეუბნებიო რომ გიყვარსო? ელენე: _ მერე რატომ არ ეუბნები? მე: _ მინდოდა რომ მეტქვა მაგრამ....... ელენე: _ ჯობია ჩუმად იყო, მთვარემ უკვე ჩაგიშვა ეს იყო ყველაზე კარგი წუთები ჩემს ცხოვრებაში. თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა. რამდენი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ სიტყვები არ მყოფნიდა ამის ასახსნელად. თითქოს მხოლოდ მასთან ფეთქავდა ჩემი გული სწრაფად, მის გარეშე კი დუმდა. უბრალოდ თვალები დავხუჭე და ელენეს თავი დავადე. მარტო მე, ელენე და მთვარე. გავიდა დრო. მე და ელენე ერთად ვიყავით. დავდიოდით ყველგან სადაც მას უნდოდა. ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ერთი წამიც. კაი იყო რა. სანამ მაგის ძმა ჩამოვიდოდა სულ ერთად ვიყავით. მერე კი გუდაურში წავიდა 2 კვირით. მაგრად მენატრებოდა. მაგრად მიყვარდა. ვგიჟდებოდი მასზე. ერთ დღესაც ვარჯიშიდან მე და რეზი მოვდიოდით სახლში. უბანში ბიჭები იყვნენ. სტეჩკინა: _ რავა ხართ ბრატცი? მე: _ ვართ რა. თქვენ? სტეჩკინა: _ ეჰ ვართ რა. ვატო ცუდადაა მე: _ რატომ? ხო მშვიდობაა? სტეჩკინა: _ ნუცის დაშორდა და მაგარ გატეხილშია რეზი: _ აუ მაგარი ტეხავს ტო მე: _ და რა პონტში დაშორდა? სტეჩკინა: _ რავი ეხა გვიყვებოდა ჯღუნა მე: _ როგორ ტო? ჯღუნა: _ მიშო გელაშვილის პონტში რა. მგონი უყვარს რა. ერთად გაატყნა ვატომ კინოში და დაჟე მგონი იჩხუბა ზუსტად არ ვიცი თავგასა: _ ვატოც სუპერ ყლეა ტო. შეყვარებულს რომ ყოველ წამს ეჩხუბება და აგინებს აბა რა ეგონა ტო. მე: _ წამო რა დავადგეთ რა ჯღუნა: _ ჩამოვა რა ეხლა რეზი: _ ცვეტში ცუდი რაგაცა მოხდება გული მიგრძნობს სტეჩკინა: _ დედას ავუწევთ ჩემი დედას შევეცი ტოო ზური: _ კაი შენ დაწყნარდი. თავგასა: _ აი ვატოც მოდის. ვატო: _ ჩემი დედა ვატირე სტეჩ იარაღი დროზე. მე: _ შენ შიგ ხომ არ გაქ რას იძახი, მოყევი რა მოხდა და მერე გაიქეცი იარაღზე ვატო: _ აუუ ეს რა გამიკეთეს მაგათი დედას შევეცი, მოვკლავ მაგათი დედას შევეცი ზური: _ დაწყნარდი და მოყევი რა. რა დაგემართა შეჩემა ვატო: _ ნუციმ დამირეკა და მითხრა კინოსთან მოდიო და რომ მივედი მიშოსთან ერთად იყო. ხელიც ვერ დავარტყი ბევრნი იყვნენ და პახოდუ ნუციმ ცალკე მითხრა რომ გშორდებიო. სტეჩკინა: _ რა ქენი მერე? ვატო: _ რა უნდა მექნა შეჩემა?ავდექი და წამოვედი. მერე ნუციმ დამიმესიჯა და მითხრა რომ ძაან იდიოტურად რომ მექცევიო მაგის გამო მიშოსთან ერთად ვარო. ხო და ეხლა დედა უნდა მოვუტყნა იმ მიშოს მე: _ აუ მაგათი დედას შევეცი ჯღუნა: _ ბიჭო საბა რომაა დაყლევებული იმან იცის მგონი მაგ მიშოს ნომერი და სადმე შევხვდეთ სტეჩკინა: _ რა ჩემ ყლეთ მინდა მაგასთან შეხვედრა? მე: _ უნდა დავილაპარაკოთ რა ვატო: _ რა უნდა დავილაპარაკოთ?ხო არ ანძრევთ? რეზი: _ იტოკში სადმე უნდა დავითრიოთ რა მე: _ ჯობია ის საბა ვნახოთ და დავადგინოთ მაგ მიშოს ყველაფერი ვატო: _ საბა არ გვეტყვის შეჩემა არაფერს ჯობია ელენეს შეეკითხო მე: _ შენ შიგ ხომ არ გაქ? და რა ვუთხრა? ვატო: _ რა და სად ცხოვრობს გაიგე მე: _ ეგ ხომ მეც ვიცი სტეჩკინა: _ ხო და მაშინ დროა დავუშვათ რა იმ ღამეს ველაპარაკე ელენეს. მაგრად მენატრებოდა. თან მთელი ღამეც არ მეძინა. თან ბიჭები შევთანხმდით რომ მიშოსთვის უნდა გვესროლა. მაგრად შემეშინდა, არა მიშოსი არამედ ელენეს დაკარგვის. მთელი ღამე თეთრად გავატარე. სულ რაღაცეები მელანდებოდა და ჩამესმოდა. ეს ამბავი კოტემაც გაიგო, მაგრამ ვატო ისე იყო გაგიჟებული რომ, ნუცი რომც შერიგებოდა, მიშოს მაინც ესროდა. დათქმული გვქონდა რომ ღამის 10ის ნახევარზე უნდა დაგვეშვა. მანამდე ეკლესიაში ვიყავი და ღმერთს მხოლოდ ელენეს კარგად ყოფნა შევსთხოვე. იმ დღეს სამი მანქანით ავედით ვერაზე. მიშო და მაგის საძმაკაცოც იქ იყო. მანქანები გავაჩერეთ. მე ვატო და სტეჩკინა გადავედით. მიშომ ეგრევე იარაღი გააძრო და სროლა უნდოდა, მაგრამ ვატომ კალაშა გადაატარა სასტავს. მეც ამოვიღე და მიშოს ვესროლე ფეხში. მთელი სასტავი დავცხრილეთ. მანქანებში ჩავხტით და ავითესეთ. იარაღები საიმედო ადგილზე შევინახეთ. პაბეგშიც არ წავსულვართ. უბანში ვისხედით, ვითომაც არაფერი და ველოდებოდით ამბებს. პატრულს ეჭვი ვაკელებზე ქონდათ, რადგანაც ვაკელები აბაროტის ქვეშ იყვნენ. ამიტომ ცოტა ხანი უბანში სიწყნარე იყო. გავიგეთ რომ 9 ბიჭი იყო დაჭრილი. უბანში ვისხედით და ვლაპარაკობდით როცა ელენემ დამირეკა. მიშო კი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. ელენე: _ ნიკუშ ძმა მომიკლეს?! რატომ რა დავაშავე?!.............. ტიროდა და არ ვიცოდი რა მეთქვა, მართალია ცოცხალი იყო მიშო მარა ან გადარჩებოდა და ან არა. და რომ გაეგო რომ მის ძმას მე ვესროლე მერე რაღა მექნა?ნუთუ დავკარგავ?ეს რა ვქენი?რატომ?რისთვის ვკლავ ადამიანს? უცბად საგონებელში ჩავარდი. არ ვიცოდი რა მექნა. არ მინდოდა რომ მიშო მომკვდარიყო. ჩემ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მინდოდა ჩემი მტერის კარგად ყოფნა და სწორედ ესაა ის მომენტი როცა მიშოსთვის ვილოცე. ელენე იმ დღესვე ჩამოვიდა. მე არ ვნახე. რომ მენახა როგორ შემეხედა მისთვის თვალებში? რა მეთქვა? იმ დღეს ეკლესიაში გავათენე. მგონი ღმერთმაც შეისმინა ჩემი თხოვნა და მიშო გადაარჩინა. ელეს ძმა კი გადარჩა, მაგრამ ეხლა ერთი იყო ცხადი რომ რამოდენიმე ხანში შეიძლება ჩვენთვის დაეშვათ. სანამ მიშოს გამოწერდნენ მე და ელენიკო ერთად ვიყავით. გვიყვარდა ერთმანეთი და ასე გადიოდა დღეები. მე და ელენეს მიშოზე არასოდეს არ გვქონდა ნალაპარაკევი. ერთხელ რაღაცეებს მელაპარაკებოდა და მეც ვუსმენდი ელენე: _ კიდევ კაი ჩემი ძმა გადარჩა. აუ იმ დღეებში იმდენი ვიტირე რომ ცრემლები აღარ მაქ მე: _ რომ მომკვდარიყო უფრო კაი იქნებოდა ელენე: _ რაა?შენ რა გააფრინე? მე: _ არა არ გამიფრენია. შენი ძმა სიკვდილის ღირსი იყო თუ გაინტერესებს. მაგაზე ნაბიჭვარი არავი არ დადის მთელ დედამიწაზე და შენც კარგად იცი ძაან. ელენე: _ მაგას სერიოზულად მეუბნები? მე: _ აბა მეტყობა რომ ვღადაობ? ელენე: _ ნაღდათ არ მეგონა ეგეთი თუ იქნებოდი. ჩემი ხათრით მაინც არ გეთქვა ჩემთან ეგეთი რაღაცა თან ჩემ ძმაზე მე: _ შენი ძმა სულ მკიდია და ჩვენთანაც თუ ჩაერევა მართლა მოვკლავ! ელენე: _ შენ რაღა უნდა გელაპარაკო? იმის მაგივრად რომ გვერძე დამიდგე ხელს მკრავ?! ელენე ადგა ტირილით და წავიდა. მინდოდა გამეჩერებინა მაგრამ მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე. იმ დღეს მაგარ ნერვებზე ავიშალე. მერე უბანშიც გავედი. ჯღუნა: _ ნიკუშ მიდი რა მანქანა ააგდე. მაგარი მოსაწევია პავლოვზე მე: _ აუ მაგის თავი არ მაქ რა ჯღუნა: _ წამო მაშინ მაზიანზე მოვჯოკროთ თავგასა: _ ეს ხო დებილია რა, ჯოკრის გარდა რამე გაინტერესებს? ამ დროს სტეჩკინა მოვარდა და დაიწყო ლაპარაკი სტეჩკინა: _ ჩემი დედა ვატირე მაგარი პონტია რა. ლუკა ხომ იცი სალუქვაძე. ეგ აკეთებს მაგარ ფართის და წავედით ყველა. ჰა ნიკუშ რას იზამ? მე: _ არა მე ვერ წამოვალ ხვალ დილით კოტეს მივყვები მანქანის ბაზარზე რა სტეჩკინა: _ ხო კაი როგორც გინდა ბრატ. ჯღუნა: _ აუ სტეჩ ზურის დაურეკე რა მამამისის მანქანა გააძროს რა. მაგარი პლანის პონტი მაქ. სტეჩკინა: _ დაიგინე?სად ტოო ჯღუნა: _ ჩემი დედა ვატირე პავლოვზე გიუშას აკ რაღაც სასწაული. ეგრევე გაგდებს შენს ძმობას ვფიცავარ. სტეჩკინა: _ თაცგას დარეკა დროზე ზურისთან თავგასა: _ გამოვა 15 ცუთში სტეჩკინა: _ ნიკუშ ხო მშვიდობაა? მე: _ კი შეჩემა, პროსტა დავიღალე რა სტეჩკინა: _ თუ რამეა აქ ვარ შეჩემა მე: _ ბაზარი არაა სტეჩკინა: _ ხო ისე ნიკუშ რეზი სადაა? მე: _ არ ვიცი, სახლში არაა? სტეჩკინა: _ არა ტოო. ხო კაი წადი თორე ჩამოგეძინა მე წამოვედი. ბიჭები კიდე ფართიზე წავიდნენ. რეზი არ ჩანდა. მე კიდე ავედი სახლში. გოგი ბიძია ჩამოსული დამხვდა. მაგარი კაცია ძაან. კაი ჩურჩხელა კი ჩამომიტანა და რას ერჩი? smile მე: _ როგორ ხარ გოგი ძია? გოგი ძია: _ რა მიშავს ვარ რა ძველებურად, შენსკენ რაფერაა საქმეები? მე: _ კარგად გოგი ძია კარგად, ცოტა დავიღალე გოგი ძია: _ შე კაი კაცო, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რამ დაგღალა? მე: _ ეჰ ცხოვრებამ გოგი ძია: _ ეუუფ წასულია შენი საქმე. ახლა თუ დეიღალე მერე რაღა უნდა აკეთო? მე: _ გოგი ძია რა უნდა ვაკეთო არც ვიცი და საერთოდ რისთვის ვცხოვრობ არც ეგ არ ვიცი გოგი ძია: _ ეჰ, ნიკუშ ნიკუშ? ცოტა გაიზრდები კიდევ და მიხვდები რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე: _ იმედი მაქ ეგრე იქნება გოგი ძია: _ კაი ახლა მაგაზე ნუ ფიქრობ. აი მე შენ მოგიყვები ერთ ანეკდოტს და ცოტა გამხნევდები. მაგარი კაცი იყო გოგი ძია, თუ რამე რჩევა მჭირდებოდა სულ მასთან მივდიოდი. ამის მერე ოთახში შევედი და წამოვწექი. კარები ბოლომდე არ იყო დაკეტილი და მის ჭრილიდან სინათლე შემოდიოდა. თან რუსთავი 2ის ხმაც მესმოდა. მაგრამ ისე ცუდად ვიყავი რომ ვერაფერს ვერ ვამჩნევდი ირგვლივ. თითქოს სული მქონდა დამძიმებული. დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. თითქოს გულში სიცარიელე მქონდა. მციოდა, ვერ ვთბებოდი. რაღაცას ვმსჯელობდი, რას არც ვიცი. თოთქოს მუზაც კი მომდიოდა რომ რამე დამეწერა მაგრამ ვერ ვდგებოდი. რა გრძნობა მქონდა არ ვიცი. თან წინ სულ ელენე მედგა. ვაიმე ეს რა გავაკეთე. ჩემ ელენიკოს როგორ ვაწყენინე? რა ვქნა? როგორ შევურიგდე? არ ვიცი რა გავაკეთო. იმ ღამეს ვერც დავიძინე. სულ ელეზე ვფიქრობდი. რომ არ შემირიგდეს? მერე რა ვქნა? გზას ვერ ვპოულობდი რომ გამოსავალი მენახა. დაახლოებით ღამის 4 საათი იქნებოდა როცა მობილურზე რეზიმ დამირეკა. მთხოვა გავსულიყავი დოლიძის დასაწყისში. მთვრალი იყო და მარტო ვერ მოდიოდა. მეც ავდექი და გავედი მის გამოსაყვანად. მანქანა დავქოქე და წავედი. დოლიძის კუთხესთან დავინახე რეზი რომელიც მორბოდა ჩემი მანქანისკენ სწრაფად. უკან დავინახე მიშო რომელიც დანით მოზდევდა. სწრაპად წავედი რეზისკენ. მიშომ დაინახა თუ არა ჩემი მანქანა გაიქცა. რეზის კი მივუსწარი მაგრამ ის უკვე დაჭრილი იყო სამ ადგილას. სწრაფად საავადმყოფოში წავიყვანე. რეზი: _ ნიკუშ როგორ ვარ ბიჭო მითხარი გთხოვ მე: _ არაფერია რევაზ პატარა ნაკაწრებია შეჩემა რეზი: _ ვიცოცხლებ ნიკუშ? მითხარი რომ ვიცოცხლებ ბრატ მე: _ აბა რა რევაზ იცოცხლებ ბიჭო რა სისულელეს მეუბნები ტო რეზი: _ ბიჭო ნიკუშ სიკვდილის მეშინია ბრატ მე: _ რა დროს სიკვდილია რევაზ ბრატ რა დროს ძმაო! რეზი: _ ბიჭო ნიკუშ ამ ბოზმა როგორ უნდა მომკლას ტო როგორ მე: _ ვინ ბიჭო მაგ ბოზი შენ ვერ მოგკლავს რევაზ რეზი: _ ძმაო ნიკუშ ჩემთან ხარ? მე: _ შენთან ვარ Bძმაო შენთან ნუ გეშინია რევაზ რეზი: _ ვერ ვხედავ ძმაო ვერა ნიკუშ ვკვდები ბრატ ვკბდები? მე: _ არა რეზი არა რა დროს სიკვდილია ტო რეზი: _ მივდივარ ბიჭო?ვეღარ გნახავ?რატომ ნიკუშ რატომ? ამ დროს შეწყვიტა რეზიმ თავისი პატარა და ვაჟკაცური ცხოვრება. ამ მომენტიდან ვეღარ დავინახავდი რეზის მომღიმარ სახეს. ვეღარ მოვისმენდით მის გაგონილ ამბებს. ის ყველას დაგვაკლდება. გულში თითქოს რაღაცა აღარ მაქ, დავკარგე. მე: _ იცოცხლე რეზი გთხოვ ბიჭო იცოცხლეეეე!!!!!!!!!!!!!! მტოვებ ბიჭო?!!!!!!! მტოვებ?!!!!! საავადმყოპოში ვიჯექი როცა ბიჭები მოვიდნენ. რეზიმ დაგვტოვა. არ მჯერა რომ რეზი ჩვენთან აღარაა. მართლა პატარა ყოფილა ეს ცხოვრება და უსამართლო. ამ დროს ვატო დავინახე. წამოვარდი და შევდექი. მე: _ შენი დედამოტყნული შეყვარებულის გამო აღარაა რეზი ბიჭო შენი დედამოტყნული შეყვარებულის გამო გაიგე?!!!!! სტეჩკინა: _ ნიკუშ დაწყნარდი. ყველა ცუდათ ვართ. არ გინდა სიტუაციის დაძაბვა მე: _ ყველა შემეშვით გამოვედი და ცალკე დავჯექი. ჩემ ძმაკაცს ვგლოვობდი. ამ დროს ელენეც მოვიდა. ძაან გამიხარდა მისი დანახვა. გვერძე დამიდგა ბოლომდე და ცოტა შემიმსუბუქა ტკივილი. მაგრამ რომ მახსენდებოდა რომ მისმა ძმამ მოკლა ჩემი რეზი ვგიჟდებოდი. რამოდენიმე დღეში რეზიც გავასვენეთ. ვიდექი სასაფლაოზე და ვუყურებდი მიწას როგორ აყრიდნენ რეზის კუბოს. რა საშინელი მომენტი იყო. ის დღეები ხან რეზის საფლავზე ვიყავი ხან ლეოს. მაინტერესებდა მე როდის მივუწვებოდი მათ გვერდზე, მაგრამ მახსენდებოდა ლეოს სიტყვები რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო დიდ ხანს ცხოვრობო. ხო და ჩემი დროც არ იყო ჯერ. აღდგომის შემდეგი პერიოდი იყო როცა დიდი სასტავი შევიკრიბეთ თავგასას ბაითში. მე და ელეც ერთად ვისხედით. რეზის ვიხსენებდით ყველანი. იმ დროისათვის ვატო და ნუციც რიგდებოდა. რა მაგარი იყო მათი შერიგება. დავთვერით და წავედით მის სახლთან და ყველა ვუმღეროდით. მიშო პაბეგში იყო, როცა მე და ელენეს ერთად ყოფნა გაიგო. არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ჩვენმა საძმომ ერთი იცოდა, რომ რეზის სიკვდილს არ შევარჩენდით მას. ელენეც აღარ ლაპარაკობდა მიშოზე, იცოდა რომ დამნაშავე იყო. ღამე ყველას ჩაეძინა, მე კი ფანჯარასთან ვიჯექი და სარკმლიდან გამომავალ მკრთალ შუქს ვუყურებდი. ვფიქრობდი მომავალზე, აწმყოზე და წარსულზე. თან ელესაც გადავხედავდი და მიხაროდა რომ ჩემს გვერდით იყო. ისიც მიხაროდა რომ ყველანი ერთად ვიყავით. ამ დროს ჯღუნასაც გამოეღვიძა და ნამძინარევი ხმით რაგაცა წაიბუტბუტა. მერე შემომხედა, თვალი ჩამიკრა და შემეკითხა ჯღუნა: _ რას შვები კომჩიკ? მე: _ რავი ვფიქრობ რაღაცაზე ჯღუნა: _ დაიძინე შეჩემა და სიზმარში უფრო კარგად იფიქრებ მე: _ ჰე ჩემო ჯღუნა ჯღუნა?! ჯღუნა: _ კაი კაი დავიძინე შენ კიდე დარჩი და მიყარაულე :))))) გამეცინა ჯღუნაზე. მაგარი კაცია. იცის სად როგორ უნდა ილაპარაკოს. ცოტა ხანში მეც ჩამეძინა. გადიოდა დღეები. ხეები ისევ იმოსებოდნენ მწვანე ფოთლებით. ისევ ისმოდა ჩემს ეზოში ჩიტების ჭიქჭიკი. ნელ-ნელა თბებოდა. მე და ელეც ერთად ვიყავით. ყოველდღე ვხედავდი მის ულამაზეს თვალებს. მიყვარდა როცა იცინოდა. ხან სად ვიყავით ხან სად. გაზაფხულმაც ისე ჩაიარა ვითომაც არაფერი. გვიყვარდა ერთმანეთი და ამ გრძნობას ვერც ვერავინ ვერ გვიშლიდა. კაი იყო რა. მერე ზღვაზეც ერთად ვიყავით ყველანი. ელენე: _ ნახე სტეჩკინამ ვიღაც უკრაინელი გოგოები გაიცნო smile მე: _ ეგ ხომ მამაა გოგოების :)) სტეჩკინამ გოგოები ააგდო და ჩვენთან მოიყვანა სტეჩკინა: _ ნიკ ნახე რა გოგოები არიან? თან ქართულიც არ იციან და უკრაინელები არიან მე: _ მერე შენ იცი რუსული? სტეჩკინა: _ რუსულს რა უნდა შეჩემა. დევჩონკი იდიტე სუდა. უკრაინელი გოგოები: _ პრივეტ! smile სტეჩკინა: _ ტი ლუბიშ მორე?დავაი პაპლივიომ ნე მნოგო უკრაინელი გოგოები: _ დავაი პაიდომ მე და ელენიკო კი ზაგარს ვიღებდით. ზევით თავგასა და ჯღუნა თამაშობდა პინგ-პონგს. ვატო კაფეში იჯდა ნუცისთან და მაგის დაქალებთან. ზური და სტეჩკინა კიდე ზღვაში ელაქუცებოდნენ უკრაინელ გოგოებს. ელენე: _ ნახე ეხლა მზე გვიყურებს. მე: _ მე კიდე მეგონა ყველა ჩვენ გვიყურებდა ელენე: _ მე არ მაინტერესებს ყველა. მე შენ და მზე ვართ მარტო მე: _ და ზღვას რა ვუყოთ? ელენე: _ ზღვა თავისთვისაა რას ერჩი? ისიც მზეს უყურებს მე: _ მე კიდევ შენ გიყურებ ელენე: _ აუ კაი ნუ დაიწყე ეხა smile მე: _ აბა შენზე ლამაზი არც მზეა და არც სტეჩკინა, რომ ვუყურო smile ელენე: _ ის უკრაინელი გოგოები? მე: _ ისინი მხოლოდ ერთი დღის გოგოები არიან, შენ კიდევ...... ელენე: _ მე კიდევ რა ვარ? მე: _ ეს მზე ხომ ყოველთვის იქნება? ელენე: _ ალბათ ხო. მე: _ ხო და სანამ მზეა შენც ჩემი ხარ რა ელენე: _ ღამე სხვა? მე: _ ........სანამ ცოცხალი ვარ მეყვარები. ელენე: _ ააა ეხა გავიგე რისი თქმაც გინდოდა ამ იდელიაში ვიყავით როცა სტეჩკინამ წყალი გადაგვასხა. მერე წამოვხტი, ელენე ავიტაცე და ზღვაში შევარდით ყველანი. მაგარი იყო რა. მარიამს რომ ვხედავდი მიხაროდა, რომ ჩემთან ერთად ბედნიერია. თან როგორ ბრწყინავდა მისი ქერა თმები და მისი მწვანე თვალები. ეს მომენტები სამუდამოდ დაფიქსირდა ჩემს გულში. ვუყურებდი ჩემ შეყვარებულს და ჩემ საძმაკაცოს და მიხაროდა რომ ყველანი ერთად ვიყავით. კაი იყო რა. ერთ საღამოს მე და ელე ერთად ვისხედით და ვლპარაკობდით. მე: _ მე რომ მოვკვდე არ გეშინია? ელენე: _ არა, რატომ უნდა მეშინოდეს? მე: _ და რატომ არ გეშინია? ელენე: _ იმიტომ რომ მეც წამოგყვები. და რა იცი იქნება და მე ვკვდები მე: _ მაშინ მე გამოგყვები :))))) ელენე: _ ეგრე ლაპარაკობს ყველა თავიდან, მაგრამ ყველა სხვანაირად იქცევა მე: _ მერე მე ყველა არ ვარ. ერთადერთი რის გამოც შეიძლება თავი მოვიკლა შენ და ჩემები ხართ. ელენე: _ კაი გეყოფა რა, აღარ გვინდა რა ეს სიკვდილები რა, რამე სხვაზე ვილაპარაკოთ მე: _ ჩემთან იქნები სულ? ელენე: _ და რატომ მეკითხები? რა გინდა რომ გიპასუხო? var container = document.getElementById('nativeroll_video_cont'); if (container) { var parent = container.parentElement; if (parent) { const wrapper = document.createElement('div'); wrapper.classList.add('js-teasers-wrapper'); parent.insertBefore(wrapper, container.nextSibling); } }
                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 2084 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]