მთავარი » 2011 » თებერვალი » 11 » თუკი გაინაპირე
6:41 PM
თუკი გაინაპირე


ხშირად უნდა გამექცე,
ხშირად უნდა წახვიდე.
რომ მოადგე მერე,კვლავ
ჩემი გულის ნაპირებს!

...სიყვარული ხანდახან
მიტომ გაინაპირებს,
რომ თავიდან წარღვნას
და ქარბორბალას აპირებს!

ხშირად უნდა შეხედო
საყვარელ ქალს შორიდან,
რომ დარწმუნდე მის მსგავსი
შენთვის არვინ შობილა!



მოინატრო ის მზერა,
მზესავით რომ გწყურია,
მის თვალებში ხომ მუდამ
შენთვის გაზაფხულია!

ნუ დაიწყებ მის ძებნას
სხვა ქალებში იცოდე,
სინანულის შეტევა
მერე არ შეგიცოდებს!

დააფასო უნდა ის,
რაც ცხოვრებამ ინება,
შენთვის ხომ სასწაული
გრძნობა გამოიმეტა!

ხოდა,თუკი წახვედი,
თუკი გაინაპირე,
მწყურვალი დაუბრუნდი
შენი გრძნობის ნაპირებს!

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]